რა იწვევს თრომბის წარმოქმნას და როგორ მოვიქცეთ, რომ არასდროს შეგვაწუხოს ამ პრობლემამ

1737

იშემიური ინსულტი 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც სიკვდილს იწვევს. თრომბების ფორმირება სისხლძარღვებში და მათი დაცობა – ინსულტის გამომწვევი მთავარი მიზეზი. თუ პაციენტი შესაბამის ცოდნას არ ფლობს და პრობლელმის დიაგნოსტიკას ადრეულ სტადიაზევე ვერ ახერხებს, სავალალო შედეგების მიღების რისკი ძალიან მაღალია.

ვეცდებით განვიხილოთ ყველა მიზეზი თუ რა იწვევს თრომბების ფორმირებას და როგორ გადავჭრათ პრობლემა მინიმალური ძალისხმევით, თანაც ხანმოკლე დროში.

თრომბები სისხლძარღვებში

დაზიანებული სისხლძარღვების დაცობა თრომბებით – ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქცია, რომლის დახმარებითაც ის თავიდან ირიდებს ჭარბი რაოდენობით სისხლის დაკარგვას. ამა თუ იმ მიზეზის გამო, სისხლში თრომბების რაოდენობა შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს, რაც ძალზედ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მათი ფორმირების მთავარი მიზეზი სისხლის მიმოქცევის შენელება, სისხლის სიბლანტის გაზრდა და სისხლძრღვების შიდა კედლების სტრუქტურის დარღვევაა.

თრომბები შეიძლება განთავსებული იყოს არტერიებში, ვენებში და გულშიც კი. გარკვეული მიზეზების გამო ეს მასა შეიძლება დაიძრას და იქცეს ინსლუტის გამომწვევ მიზეზად. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევის შენელება, რაც თრომების არსებობის თანმხლები მოვლენაა, წარმოადგენს ვენების ვარიკოზული დაავადებებისა და ჭარბი წონის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს.

თრომბების ფორმირების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ადამიანები, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდით უწევთ ერთ ადგილზე ჯდომა, ხშირად უწევთ სტრესულ გარემოში ყოფნა, იცავენ წოლით რეჟიმს და იღებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს. მოცემული პრობლემის განვითარების საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ორსული ქალბატონებიც.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მოწევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სისხლის შედედებას განაპირობებს, რადგან ნიკოტინი ორგანიზმში მოხვედრისას გამოათავისუფლებს ე.წ. თრომბოქსანს. მკაცრი დიეტების მოყვარულებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ კვებაში სხვადასხვა უსარგებლო შეზღუდვები განაპირობებს ორგანიზმის დეჰიდრარტაციას, გაუწყლოებას და ამ გზით ზრდის სისხლის შედედების რისკს.

თრომბების ფორმირების პროფილაქტიკა

თქვენს ყოველდღიურ კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც სისხლს ათხევადებს. ასეთი პროდუქტებია: ალუბალი – კუმარინები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ეს ხილი, ამცირებს სისხლის სიბლანტეს, მწვანე ჩაი – მასში შემავალი რუტინები ბლოკავს საფრთხის შემცველ ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობს თრომბების ფორმირებაში, თინუსი – ამინომჟავა ტაურინი, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, არაჩვეულებრივად ათხევადებს სისხლს. გარდა ამ პროდუქტებისა, რეკომენდებულია კვების რაციონის გამდიდრება მარცვლეულით, ზღვის პროდუქტებით, ლობიოს მარცვლებით, თხილეულითა და ბოსტნეულით.

დაუთმეთ სპორტს ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრების ნაკლებად აქტიური სტილი გაქვთ. სპორტ-დარბაზში სიარული, ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა კარდიოვარჯიშები, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, ცეკვა, ცურვა – არაჩვეულებრივი გზა თრომბების ფორმირების თავიდან ასარიდებლად.

აუცილებლად მიიღეთ ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყალი. 1,5-2,5 ლიტრი წყალი დღეში – ნორმა ზრდასრული ადამიანებისთვის. თუ ყავის ან ცხიმიანი საკვების მოყვარული ხართ, ამ პუნქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.

How to Make Distilled Water for Drinking at Home - Benefits & Costs

აუცილებლად თქვით უარი მარგანინზე და აბსოლიტურად ყველა კერძზე, რომელიც მას შეიცავს. მოცემული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით გაჯერებულ ცხიმებს, რაც ძალზედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ისინი პირდაპირკავშირშია სისხლის შედედებასთან.

ანტითრომბული ეფექტით გამოირჩევა შემდეგი მცენარეები: ჭინჭარი, პიტნა, შავბალახა, ფარსმანდუკი და უკვდავა (ნეგო). მიირთვით რეგულარულად ამ მცენარეებისგან მომზადებული ნახარშები, რათა თავიდან აირიდოთ სისხლის სიბლანტის ზრდა და თრომბების ფორმირება.

Braised Tempeh with Basil-Mint Pesto & Nettle-Basil Pesto | Healing Cuisine

აუცილებლად იზრუნეთ საკუთარ წონაზე. ადამიანები, რომლებიც ჭარბწონიანობისგან იტანჯებიან, თრომბების ფორმირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ დგანან.

Facebook კომენტარები