ქაცვისა და შვრიის რძის ნარევი ყელის ტკივილის დროს! აუცილებლად სცადეთ, არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო. .

328

ქაცვისა და შვრიის რძის ნარევი ყელის ტკივილის დროს! აუცილებლად სცადეთ, არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო. .

ზამთარში ყელის ტკივილი თითქმის ყველა ოჯახის პრობლემაა. მისი სამკურნალო უამრავი ქიმიური წამალი არსებობს, მაგრამ ვერაფერი შეედრება ბუნებრივ საშუალებას, რომელიც მართლაც უებარია ასეთ შემთხვევაში.

მახსოვს, როგორ გვასმევდა დედა პატარებს ქაცვისა და შვრიის რძის ნარევს ყელის ტკივილის დროს და როგორ გვეამებოდა ხოლმე. ახლა მე ჩემს შვილებსაც იმავე რეცეპტით ვმკურნალობ. სცადეთ, არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო.

შვრიის რძის მოსამზადებლად 1 ჩ/ჭ გარეცხილ შვრიას დაასხით 1 ლ რძე და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 1 საათი. გადაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ/ჭ ქაცვის წვენი. დალიეთ დღეში 3-ჯერ თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კარგია მისი ძილის წინ მიღებაც. ეს რძე ყოველდღიურად ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.

ექიმის კომენტარი: ქაცვის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს B1, B2, B6, C და P ვიტამინებს. გარდა ამისა, იგი მდიდარია ცხიმოვანი და ორგანული მჟავებით, მიკროელემენტებით. ქაცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემხორ- ცებელი, ანტიმიკრობული, დაზიანებული ქსოვილის აღმდგენი, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, კუჭის წვენის სეკრეციის შემამცირებელი, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. იგი გამოიყენება ეგზემის, დამწვრობის, ძნელად შესახორცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, დასხივებით გა- მოწვეული დაავადებების, გინეკოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ. შვრიას კი ლორწოვანის აღმდგენი, ქსოვილთა რეგენერაციული, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები აქვს. ამდენად, ამ ორი მცენარის კომბინაცია ხახა-სასის კატარული ანთების დროს კარგ შედეგს მოგვცემს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია