ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენ ძალიან ბევრი ყინული მოგინდებათ. იცით, რომ ჩვეულებრივი გაყინული წყალი საოცრებებს სჩადის? როგორ და აი ასე:
როგორ გამოვიყენოთ ყინულის კუბები:
ქსოვილიდან საღეჭი რეზინის ამოღებაში ყინული დაგეხმარებათ. უბრალოდ კარგად გაუსვით ეს უკანასკნელი ქსოვილს.
მაკარონის ან ფაფების მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას, მათ თავზე ყინული დაადეთ. ეს დაგეხმარებათ პროდუქტების გამოშრობა თავიდან აირიდოთ.
წამლების უმეტესობას ცუდი გემო აქვს. თუ მათ მიღებამდე ყინულს ენის ქვეშ ჩაიდებთ, ამ გემოს ასე მძაფრად აღარ იგრნობთ.
პატარა თმების პინცენტით ამოძრობა, მტკივნეულია. გამოიყენეთ ყინული, როგორც ანესთეზიის ალტერნატიული საშუალება. თუკი, მაგალითად, წარბებზე ყინულს ცოტა ხნით გაიჩერებთ, ზედმეტი თმის ამოღება ისეთი მტკივნეული აღარ იქნება.
ჩალურჯებები მალე გაქრება, თუ ყინულს დაიდებთ.
ხიწვის ამოღებაში ყინული დაგეხმარებათ ისე, რომ ტკივილს ვერ იგრძნობთ. სანამ ამ უცხო სხეულს ამოიღებთ, ქსოვილში გახვეული ყინული დაიდეთ.
მაკიაჟის მოშორების შემდეგ, სახე ყინულით გაიწმინდეთ. ის ამცირებს ფორებსა და ანთებას, აბალანსებს კანის ტონს.
თუკი ხალიჩაზე ავეჯის “ნაკვლავევი” დარჩა, ყინული გამოიყენეთ.