“მინდა ტუბერკულოზის სამკურნალო ერთი ძველებური რეცეპტი გაგაცნოთ, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე!”

541

"მინდა ტუბერკულოზის სამკურნალო ერთი ძველებური რეცეპტი გაგაცნოთ, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე!"

გახშირდა ტუბერკულოზით დაავადება. ჩემი ბავშვობის წლები მახსენდება, როცა შიშით ვძრწოდით „ჭლექის“ გაგონებაზე. თუმცა დღეს ეს სენი ისეთი საშიში აღარ არის, მაგრამ წამლები ისე ძვირია, მკურნალობის კურსი კი იმდენად ხანგრძლივი, რომ ბევრი გაჭირვებული ოჯახი ვერ შეძლებს მათ შეძენას.

ბავშვობაში თვითონ მქონდა ეს დაავადება. მინდა ჭლექის სამკურნალო ერთი ძველებური რეცეპტი გაგაცნოთ, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. წამლის მოსამზადებლად საჭიროა 10 ცალი ლიმონი, 6 ცალი შინაური კვერცხი, 350 გ თაფლი და 3/4 ჭიქა კონიაკი. ქილაში ჩადეთ ექვსი კვერცხი, მთელ-მთელი და ახალთახალი (აუცილებლად უნდა ჰქონდეს თეთრი ნაჭუჭი). დააწურეთ ლიმონი და ქილა დადგით გრილ, მშრალ და ბნელ (მაგრამ არა ცივ) ადგილზე. თავზე მოახვიეთ დოლბანდი და შავი ქაღალდი შემოაკარით. ასე იდგეს ნაჭუჭის გახსნამდე, რასაც ჩვეულებრივ ხუთი-რვა დღე მაინც სჭირდება. ამის შემდეგ გაათბეთ თაფლი და დაასხით, ბოლოს დაუმატეთ კონიაკი.

მიღებული წამალი ჩაასხით მუქი ფერის (ეს აუცილებელია!) ბოთლში, რომელიც გრილ და ბნელ ადგილზე უნდა შეინახოთ, რადგან სინათლე ხსნის კალციუმს. მიიღეთ საჩაროზე კოვზით სამჯერ დღეში, ჭამისთანავე. ამ წამალს სვამდნენ მაშინაც, თუ ვინმეს ტანზე გამონაყარი ან ქავილი ჰქონდა. მიღების წესი ამ დროსაც იგივეა.
გაითვალისწინეთ, რომ მზა წამალი ორ-სამ კვირაში ფუჭდება, ამიტომ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ახალი მოამზადეთ.

ექიმის კომენტარი: მთავარი კომპონენტი აღნიშნულ რეცეპტში არის მინერალი კალციუმი, რომელიც ამ შემთხვევაში ბუნებრივი წყაროდან — კვერცხის ნაჭუჭიდან მიიღება. ხშირად ამგვარი ბუნებრივი კალციუმი გაცილებით ეფექტურად მოქმედებს ხოლმე ადამიანის ორგანიზმზე, ვიდრე ქიმიურად დამზადებული და გაწმენდილი.
ტუბერკულოზის დროს, ფილტვების ქრონიკული (სხვადასხვა გენეზის) დაავადებისას კალციუმი ინიშნება ინტრავენური ინრექციების სახით, როგორც ანთებითი სითხის (სეკრეტის, ექსუდატის, ტრანსუდატის) გაწოვის დამაჩქარებელი საშუალება.

რეცეპტის მეორე კომპონენტი — თაფლი ხომ ცნობილი ანტიანთებითი, იმუნოსტიმულატორული და ანტიბაქტერიული საშუალებაა. - ამდენად, ლოგიკური ანალიზით, აღნიშნული რეცეპტი დადებით შედეგს მოგვცემს ტუბერკულოზური ინფილტრაციის დროსაც.

მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ყოვლად დაუშვებელია დაავადების მწვავე ეტაპზე (განსაკუთრებით, ღია ფორმის დროს) თვითმკურნალობა მსგავსი საშუალებებით. ამან შეიძლება მძიმე გართულე- ბამდე მიგიყვანოთ. ასეთი რეცეპტები შეგიძლიათ გამოიყენოთ დაავადების რემისიის (ჩაწყნარების) სტადიაზე სხვა (ექიმის მიერ დანიშნულ) პრეპარატებთან ერთად.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია