გაწუხებთ ზურგის აუტანელი ტკივილები? სულ რაღაც 5 წუთი და ამ ვარჯიშებით მარტივად მოაგვარებთ ამ პრობლემას. .

584

გაწუხებთ ზურგის აუტანელი ტკივილები? სულ რაღაც 5 წუთი და ამ ვარჯიშებით მარტივად მოაგვარებთ ამ პრობლემას. .

ალბათ არა ერთხელ დაგიწუწუნიათ წელის ტკივილის გამო, რომლის გამო თითქმის ვეღარ ახერხებთ სრულფასოვან ფუნქციონირებას..

ამ დროს ბევრი სხვადასხვაგვარად იქცევა, ზოგი სააფთიაქო მედიკამნეტებით ცდილობს დროებითი შვების მოპოვებას და ბევრიც ისეთ მეთოდებს მიმართას, რომელიც ტკივილსაც ნელ ნელა შეამსუბუქებს და ჩვენს ხერხემალსაც დაეხმარება

ეს უკანასკნელი კი მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშებს უკავშირდება:

სწორედ ამ სტატიაში გვინდა გასწავლოთ ის პრაქტიკული ვარჯიშები, რომლებიც წელის აუტანელ ტკივილს ერთელ და სამუდამოდ ჩამოგაშორებთ!

მოდით დავიწყოთ ხერხემლის მოდუნებით

  • თავდაპირველად იატაკზე დაჯექით, ფეხები თქვენ წინ გაშალეთ და ერთმანეთს 5-10 სმ–ით დააშორეთ.
  • ნებისმიერი გადასაფარებელი დაახვიეთ და მუხლების ქვეშ დაიდეთ.
  • ასევე ფეხებზე ბალიში დაიდეთ, ტანი წინ გადახარეთ ისე, რომ ბალიშს თავით შეეხოთ.
  • ამ პოზაში მინიმუმ 5 წუთით მოდუნდით.

როგორ მუშაობს ეს ყოველივე: ამ პოზაში ზურგის კუნთების დაძაბულობას გაიქრობთ და ხერხემლის სწორად დაფიქსირებას შეძლებთ.

- დუნდულების კუნთები დაჭიმეთ:

  • ამისთვის კი საჭიროა, რომ იატაკზე დაჯდეთ, მუხლები მოხარეთ და ფეხები იატაკს დაადეთ.
  • მხოლოდ დუნდულებზე ჯდომით ორივე ფეხი ასწიეთ.
  • მარცხენა ფეხი მარჯვენა ხელით დაიჭირეთ, მარჯვენა ფეხი კი– მარცხენა ხელით.
  • ორივე ფეხი სხეულთან რაც შეიძლება ახლოს მიიტანეთ.
  • 1–2 წუთით ამ პოზაში გაჩერდით, შემდეგ საწყის პოზას დაუბრუნდით და საპირისპირო მხარეს ვარჯიში გაიმეორეთ.

როგორ მუშაობს: დუნდულების კუნთები შეიძლება ზურგის ტკივილის მიზეზი იყოს, რადგან ისინიც ყოველდღე აქტიურად მუშაობენ, ეს ყველაფერი კი მაშინ როდესაც უბრალოდ დგებით, დადიხართ ან ზიხართ. კარგი გაწელვებით დუნდულების კუნთების დაძაბულობას და ზურგის ტკივილს გაიქრობთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია