რა თვისებებია დამახასიათებელი ჭკვიანი ქალისთვის

1442

იყო ჭკვიანი ქალი - ეს არ არის ბუნების ჯილდო, ეს არის საკუთარ თავზე, ურთიერთობების განვითარებასა და საყვარელ ადამიანთან კავშირის გამყარებაზე უწყვეტი და დაუღალავი მუშაობის შედეგი.

Allegis Transcription is hiring experienced work at home general transcriptionists in the U.S. Independent contractor positions. Competitive rates.

თუკი ქალს სწამს იმის, რომ მამაკაცის მხრიდან სიტყვა - „მყვარხარ“, საკმარისია მორევში თავით, ხოლო მის საწოლში სხეულით გადაშვებისთვის, მაშინ ეს სტატია მისთვის ნამდვილად არ არის და კითხვის გაგრძელებას არანაირი აზრი არ აქვს...

უბრალო ქალური ბედნიერება, როგორიცაა სიყვარული, ქმარი, შვილები, ოჯახური კერა  -  აუცილებელია ნებისმიერი ქალისთვის. მაგრამ, როცა ჩვეულებრივი ქალი დარწმუნებულია, რომ ბენიერი სიყვარულისთვის საკმარისია შესაფერისი მამაკაცის შეხვედრა, ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ სიყვარული, როგორც ყველა სხვა ადამიანური ურთიერთობა, მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას.

წარმოგიდგენთ თვისებებს, რომლებიც დამახასიათებელია ჭკვიანი ქალისთვის. თუ გინდათ იყოთ ძლიერი პიროვნება და მართოთ საკუთარი ცხოვრება, მაშინ სჯობს თვალი გადაავლოთ ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალს და მოარგოთ თქვენს პრაქტიკას:

  • ჭკვიანი ქალი არაფერს ტოვებს ბედის ანაბარად.
  • ჭკვიან ქალს შეუძლია ვნებიანი სიყვარულის გარჩევა.
  • ჭკვიან ქალს შეუძლია იყოს ბედნიერი როგორც მამაკაცის გვერდით, ისე მის გარეშე.
  • ჭკვიანი ქალი არ ყოფს მამაკაცებს არც ზოდიაქოს ნიშნების, არც ფსიქო-ტიპების და არც სხვა რაიმე სახის კლასიფიკაციის მიხედვით.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს იწყებს ურთიერთობას მამაკაცთან, რომელიც ჯიუტად დუმს თავის წარსულზე და აიგნორებს ყველა მის კითხვას ამ თემასთან დაკავშირებით.
  • ჭკვიანი ქალი არ შეიყვარებს მამაკაცს, რაც არ უნდა ძლიერი ვნება და ლტოლვა ჰქონდეს მის მიმართ, თუკი იგივე არ დაინახა მისგან.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს მიიკარებს გულთან ისეთ მამაკაცს, რომლის გარემოცვაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად გრძნობს.
  • ჭკვიანი ქალი არ დაუკავშირებს ცხოვრებას ისეთ მამაკაცს, რომელიც იტყუება. არ აქვს მნიშვნელობა ვის ატყუებს ის.
  • ჭკვიანი ქალი არ შეიყვარებს ისეთ მამაკაცს, რომელიც წარსულ ურთიერთობაში მოღალატე იყო.
  • ჭკვიანი ქალი არცერთი წუთით არ გაჩერდება მამაკაცთან, რომელსაც თანაგრძნობის უნარი არ აქვს.
  • ჭკვიანი ქალი არ ჩერდება ზედმეტად პატივმოყვარე მამაკაცის გვერდით.
  • ჭკვიანი ქალი არ ურთიერთობს ისეთ მამაკაცთან, რომლის სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ემთხვევა.
  • ჭკვიანი ქალი არ დაუახლოვდება ძალაუფლების მქონე მამაკაცს.
  • ჭკვიანი ქალი არ შეიყვარებს ისეთ მამაკაცს, რომლის მხრიდან ვერ გრძნობს სინაზეს.
  • ჭკვიანი ქალი თავს არიდებს ისეთ მამაკაცთან ურთიერთობას, რომელსაც უჭირს ბრაზის შეკავება.
  • ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი შესაფერისი მამაკაცი თავიდან შესაძლოა ძალიან უფერულად და მოსაწყენად მოეჩვენოს.
  • ჭკვიანი ქალი სათანადოდ აფასებს მამაკაცს, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად და საიმედოდ გრძნობს.
  • ჭკვიან ქალს, რომელმაც იცის ბედნიერი სიყვარულის ფასი, არ ენანება არცერთი წამი იმისათვის, რომ უკეთ გაიცნოს მამაკაცი, რომლის გვერდითაც აპირებს დარჩენილი ცხოვრების გატარებას.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს გაუმხელს სიყვარულის შესახებ მამაკაცს პირველი, მაშინაც კი, როცა თვალთ უბნელდება მის დანახვაზე.
  • ჭკვიანი ქალი მამაკაცის წინაშე პირველივე შეხვედრისას არ იხსნება, არ ავლენს თავის შინაგან თვისებებს, ინტიმურობას და არ ჩქარობს თავიდანვე მოყვეს ყველაფერი მის შსახებ, რაც ჩვეულებრივი ქალისთვის მამაკაცის ყურადღების მიპყრობის საშუალებად ითვლება.
  • ჭკვიანმა ქალმა ზუსტად იცის, რომ თუკი მამაკაცს ის სერიოზულად აინტერესებს, თუკი ის იმსახურებს მის ყურადღებას და სიყვარულს, ღირს ცოტა დაცდა და მამაკაცისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ შეძლოს გამოავლინოს მისი ღრმა და ანალოგიური გრძნობების გამომწვევი ქცევა.
  • ჭკვიანი ქალი გამოყოფს მამაკაცთან ურთიერთბის ხუთ ძირითად მომენტს - სექსი, ფული, ბავშვები, გართობა, ნათესავები და ცდილობს, რომ საყვარელ მამაკაცთან თანაზიარად იყოს ჩართული ყველა ამ საკთხში.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს უდგება სექსს როგორც მეორეხარისხოვან მოვლენას და იმაზე ნაკლებმნიშვნელოვანს, ვიდრე მამაკაცის მხრიდან გრძნობების გამოხატვაა.
  • ჭკვიანი ქალი არათუ არ სთხოვს საყვარელ მამაკაცს მატერიალურ დახმარებას, არამედ არც მიიღებს მისგან, თუკი არ იმყოფებიან ოფიციალურ ქორწინებაში ან ხანგრძლივ არაოფიციალურ ურთიერთბაში.
  • ჭკვიანი ქალი ოჯახური თანაცხოვრების დროსაც ინარჩუნებს ფინანსურ დამოუკიდებლობას.
  • ჭკვიან ქალს ესმის, რომ რითაც ის გატაცებულია, სულაც არ არის აუცილებელი საინტერესო იყოს მისი საყვარელი ადამიანისთვის, თუმცა, არასოდეს მისცემს მას იმის უფლებას, რომ უყურადღებოდ და უპატივცემულდ მოეკიდოს მის ინტერესებს.
  • ჭკვიანი ქალი საყვარელ მამაკაცს ოჯახის იმ წევრებს გააცნობს, ვისი მხარდაჭერა და აზრი მისთვის მნიშვნელოვანია.
  • ჭკვიან ქალს ესმის კომპრომისის აუცილებლობის და როცა მამაკაცს თავის ცხოვრებაში უშვებს, ის დათმობებისთვისაც მზად არის, გარკვეულ ჩვევებს და ცხოვრების წესს წარსულში ტოვებს და ყველაფერს აკეთებს ურთიერთობების სამომავლოდ აწყობისთვის.
  • ჭკვიანი ქალი ცალმხრივად დათმობაზეც მიდის, რადგან მამაკაცის მხრიდან წამოსულ პრეტენზიას სიღრმისეულად განიხილავს და ამის საბაბსაც ნახულობს.
  • ჭკვიანი ქალი ნებისმიერ საკითხში გამგები და დამთმობია, ისეთი გამონაკლისის გარდა, როცა ეხებიან მისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს.
  • ჭკვიან ქალს ესმის, რომ ყველაფრისთვის და ყოველთვის ბრძოლას მამაკაცი ვერასოდეს გაუგებს.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს ჩაიდენს ისეთ საქციელს, რომელიც დააზიანებს  მის ღირსებას და არასოდეს გარისკავს იმით, რაც მისთვის ნამდვილად ძვირფასი და მნიშვნელოვანია.
  • ჭკვიანი ქალი როცა შეყვარებულია, უპირველეს ყოველისა ცდილობს მოზომოს თავისი ვნებები და სექსუალური ფანტაზია.
  • შეყვარებული ჭკვიანი ქალი, უპირველეს ყოველისა აგრძელებს იმ რითმს და ცხოვრების წესს, რომელიც მას მამაკაცის გაცნობამდე და მასთან ურთიერთობის დაწყებამდე ჰქონდა.
  • ჭკვიანი ქალი მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებისას მყარად მიაბიჯებს თავისი მიზნისკენ - ააგოს ხანგრძლივი, ნდობით სავსე და ბედნიერი სასიყვარულო ურთიერთობა.
  • ჭკვიანი ქალი მანამ არ წვება მამაკაცის საწოლში, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდება მისი გრძნობების გულახდილობაში. ეს კი მყარი სასიყვარულო ურთიერთობების გარანტიაა.
  • ჭკვიანი ქალი სიყვარულში ყოველთვის წარმატებულია, რადგან საკუთარ თავს თავიდანვე აქტიურ მხარეს აყენებს მამაკაცთან ურთიერთობაში.
  • ჭკვიანი ქალი არ ელის, რომ მამაკაცი მას შეავსებს, მის პრობლემებს მოაგვარებს ან მისი ბედნიერების საფუძველი გახდება.
  • ჭკვიანი ქალის ბედნიერება, წარმატება და სულიერი წონასწორობა არ არის დამოკიდებული მამაკაცზე და მის დამოკიდებულებაზე ქალის მიმართ, არამედ წარმოადგენს მის ბუნებრივ შინაგან დამცავ საფარს, რომელიც ავსებს მას სიმშვიდით და ძალით. მამაკაცი კი თავის მხრივ გრძნობს ამას და შესაბამისად პატივისცემით განეწყობა ასეთი ქალის მიმართ.
  • ჭკვიანი ქალი უარს იტყვის მამაკაცთან ურთიერთბაზე და არასოდეს დაუშვებს, რომ ურთიერეთობა იყოს ცალმხრივი მისი მხრიდან, რაც დააკნინებს მის ქალურ ღირსებას.
  • ჭკვიან ქალს უყვარს თავისი მამაკაცი, მაგრამ საკუთარი თავიც უყვარს, მან იცის, რომ მხოლოდ დაბალანსებულ სასიყვარულო ურთიერთობას შეუძლია მოუტანოს ბედნიერება, სადაც ორივე მხარე იღებს იმას, რაც სჭირდება.
  • ჭკვიანი ქალი ან საერთოდ არ უზიარებს დაქალებს თავის ინტიმური ცხოვრების დეტალებსა და განცდებს, ან ზოგადად ეხება მათ და არ იჭრება დეტალებში.
  • ჭკვიანი ქალი მამაკაცს პირდაპირ დარტყმას არასოდეს მიაყენებს, მისი მხრიდან სამაგიეროს გადახდას პირველ რიგში თავის მოკატუნება და მოჩვენებითი თანაგრძნობა წარმოადგენს.
  • ჭკვიანმა ქალმა კარგად იცის, რომ ნამდვილი დაქალი არასოდეს ჩაყოფს ცხვირს მის სასიყვარულო ურთიერთობებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამას არავინ სთხოვს.
  • ჭკვიანი ქალი, როგორც ყველა ნორმალური და ჯანმრთელი ქალი, აქტიურად ინტერესდება მამაკაცებით.
  • ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ ნამდვილ მამაკაცებს არანაირი კავშირი არ აქვთ ლიტერატურულ და კინო პერსონაჟებთან.
  • ჭკვიანი ქალი მამაკაცს აღიქვამს უპირველეს ყოვლისა, როგორც ინდივიდუალურ პიროვნებას.
  • ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ თუკი მამაკაცთან საუბრისას შეძლებს შექმნას გარემო, სადაც მამაკაცი იგრძნობს გაგებას, კომფორტსა და უსაფრთხოებას, მის ნდობას აუცილებლად მოიპოვებს.
  • ჭკვიანი ქალი მამაკაცებს ისეთებად იღებს, როგორებიც არიან და არა ისე, როგორიც მას სურს რომ იყვნენ.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს დაუშვებს რომ თვალებში ნაცარი შეყარონ. ის არასოდეს ემალება საგანგაშო სიტუაციებს და ყოველთვის ზედმიწევნით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს. შესაბამისად, რეაგირებს მათზე დროულად და სწორად.
  • ჭკვიანი ქალი ეჭვიანობას არ აძლევს უფლებას, რომ მის ნაცვლად იფიქროს და იმოქმედოს.
  • ჭკვიანი ქალი არამარტო მამაკაცის ნათქვამ სიტყვებს, არამედ მის შინაგან ხმასაც დაკვირვებით უსმენს.
  • ჭკვიანი ქალი დაკვირვებით ადევნებს თვალს მამაკაცის შეცვლილ ქცევას, ცდილობს გაარკვიოს და გააანალიზოს ამ ცვლილებების მიზეზები და არ მშვიდდება მანამ, სანამ ყველაფერში საბოლოოდ არ გაერკვევა.
  • ჭკვიანი ქალი დაკვირვებით შეისწავლის მამაკაცის სექსუალური უნარების ცვლილებებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც მამაკაცი ავლენს უსაფუძვლო პრეტენზიების და ზოგადი ქცევის შეცვლის შემდეგ.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს არის გულგრილი საყვარელი მამაკაცის სხვა ქალების მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. რა ფორმატის ურთიერთობაც არ უნდა იყოს ეს, ჭკვიანმა ქალმა ზუსტად იცის ინტიმური სიახლოვის „ოქროს წესი“-ს შესახებ: თუ მამაკაცი ქალთან ბევრ დროს ატარებს, ესეიგი მასთან წევს!
  • ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ პარტნიორის სწორად შერჩევა, უზომო სიყვარული, ოჯახი, შვილები, ურთიერთგაგება, ხასიათების თავსებადობა, საერთო ინტერესები და სხვა ნიშნები ძალიან ამცირებს ღალატის შანსს, მაგრამ ნამდვილად არ წარმოადგენს მისგან გარანტირებულად დაცვას.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს შეურიგდება ღალატს, არ იცხოხვრებს ამით და არ დაიწყებს მის სიღრმეებში ქექვას საიმისოდ, რომ მოღალატეს რაიმე გამართლება მოუძებნოს - ის თავისუფლდება მისგან და მისი საქციელისგან, ტოვებს წარსულს წარსულში, მედგრად გადააქვს რთული პერიოდი და აგრძელებს ცხოვრებას და წინსვლას თავაწეული, ღიმილიანი სახით. გულის სიღრმეში კი პირადი ბედნიერების დიდი იმედი აქვს!
  • ჭკვიანი ქალი აანალიზებს წარსულის შეცდომებს და აღარ იმეორებს მათ აწმყოში.
  • ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის არამარტო საკუთარი ძლიერი, არამედ სუსტი მხარეების შესახებ
  • ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ ყველა შეცდომა არ აძლიერებს
  • ჭკვიანი ქალი არ აძლევს უფლებას წარსულის შეცდომებს გავლენა იქონიონ  მის ახლანდელ ურთიერთობებზე.
  • ჭკვიანმა ქალმა კარგად იცის, რომ ვერ მოიზიდავს ბედნიერ სიყვარულს, თუკი მუდმივად თან ატარებს წარსული ურთიერთობების ნეგატივს, იმედგაცრუებას, დარდს და ტკივილს.
  • ჭკვიანი ქალი ყოველთვის იცავს საკუთარ თავს და უფლებებს.
  • ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობებში ყოველთვის დაცულია ორივე პარტნიორის უფლებები, ურთიერთპატივისცემა, სურვილები, ზრუნვა, ყურადღება და სითბო.
  • ჭკვიან ქალს არ ეშინია მამაკაცის დაკარგვის.
  • ჭკვიან ქალს ძალიან კარგად ესმის ყველა ის ეტაპი, რომელსაც მამაკაცი გადის მასთან ურთიერთბისას.
  • ჭკვიანი ქალი არასოდეს ჩაუწვება მამაკაცს საწოლში მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცისგან ამის სურვილს ხედავს, და არ ეცდება შემდეგ ეს ურთიერთობების ასაწყობად გამოიყენოს.
  • ჭკვიან ქალს მამაკაცთან სექსი აქვს იმიტომ, რომ ასე სურს მასაც.
  • ჭკვიანი ქალის მიზანი არის არა ერთი ღამის ურთიერთობა, არამედ ბედნიერი და ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთბის აგება.
  • ჭკვიანი ქალი სექსს პოულობს სიყვარულში და არასოდეს ეძებს სექსში სიყვარულს.
  • ჭკვიან ქალს შეუძლია სწრაფად ამოიცნოს მოსალოდნელი კონფლიქტი და მოახდინოს მასზე დროული და სწორი რეაგირება.
  • ჭკვიანმა ქალმა იცის - რა დროსაც უფლებას მისცემს საკუთარ სისუსტეს გადაწყვეტილება მიიღოს ან იმოქმედოს მის ნაცვლად, სისუსტე მოიპოვებს ძალაუფლებას მასზე. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ცდილობს წინ წამოწიოს საკუთარი ძლიერი და შეამციროს, ან სრულად გააქროს სუსტი მხარეები.
  • ჭკვინი ქალი არასოდეს აწუხებს და არ ახვევს თავს მამაკაცს საკუთარ ეჭვებს, რადგან მან კარგად იცის, რომ ეს მისი შინაგანი კონფლიქტია და მხოლოდ თავად შეუძლია ამასთან გამკლავება.

წარმოდგენილი ჩამონათვალის გათვალისწინებით, როგორია თქვენი შედეგი? რომელი ტიპის ქალი ხართ - ჩვეულებრივი თუ ჭკვიანი?

თუ ყველა თვისებას არ ფლობთ, რომელიც ზემოთ წაიკთხეთ, ეს ტრაგედიას არ წარმოადგენს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, უნარები და თვისებები ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს ან გამოიცვალოს, სასურველი შედეგების მისაღებად კი ბევრი უნდა იზრუნოს და იშრომოს. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია