კუჭის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ, თუ ამ რეცეპტებს გამოიყენებთ. სცადეთ და დარწმუნდფებით!
მაქვს ქრონიკული გასტრიტი. ხშირად მტკიოდა კუჭი და მაწუხებდა გულძმარვა. წინათ მინერალური და სოდიანი წყლით ვშველოდი, მაგრამ ეს შვება რამდენიმე საათს თუ გრძელდებოდა. მერე ხალხური მედიცინით დავინტერესდი და დავიწყე გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალების ძებნა. მრავალი რეცეპტი მოვსინჯე, მაგრამ შვება მხოლოდ ერთმა მათგანმა მომგვარა. გაგაცნობთ ამ რეცეპტს.
აურიეთ ერთმანეთში გამხმარი, დაქუქმაცებული 1 ჩაის კოვზი პიტნა, 1 ჩაის კოვზი კამა, 2 ჩაის კოვზი კრაზანა. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, გაფილტრეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში, ერთ ჯერზე - 1-2 სუფრის კოვზი.
გულძმარვისა და კუჭის ტკივილის პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს ჭამის წინ ვიღებ, მაგრამ მომხდარა ისეც, რომ ჭამის შემდეგ მიმიღია და ამით არაფერი დაშავებულა.
ხეჭრელი კუჭ-ნაწლავს კურნავს
დისბაქტერიოზსა და მასთან დაკავშირებულ უსიამოვნო სიმპტომებს ხეჭრელის ჩაის წყალობით გავუმკლავდი. აიღეთ:
- 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე დღეში ერთხელ. მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ დაიწყება.
- აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, ამ მცენარეთა 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩ. ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ როგორც ქრონიკული შეკრულობის, ისე სხვადასხვა სახის კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.
ხეჭრელის დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის. ამასთან, იგი შეჩვევას იწვევს, ამიტომ ერთი თვის შემდეგ სასურველია სხვა წამლით შეცვალოთ.
აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.