როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი, რომელიც ამ დაავადებას დაგავიწყებთ

1334

უკანასკნელი წლების განმავლობაში სოკოვანი დაავადებები საგრძნობლად გახშირდა, ონიხომიკოზი– არის დაავადება, რომელიც სოკოვან იფექციებს უკავშირდება. ისინი ზემოქმედებას ახდენენ ფრჩხილებზე. ეს არის ქრონიკული პროცესი, რომელიც დაზიანებული არის ფერის შეცვლას იწვევს და ფრჩხილს მტვრევადს და სუსტს ხდის. ინფექციის ეს სახეობა, მსოფლიოში ერთ– ერთი ყველაზე გავრცელებულია და მოსახლეობის დაახლოებით 3–4% აწუხებს, ძირითადად მამაკაცებს. ფრჩხილის სოკოს ინფექცია უფრო ხშირად ფეხებზე ჩნდება, წინდების, ფეხსაცმლის, ან ტემპერატურის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დაავადება ყურადღებას, მკურნალობას და რაც მთავარია, მოთმინებას მოითხოვს.

მაგრამ როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადებას სახლის პირობებში? გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ რეცეპტებს, რომლებიც ამ დაავადების დამარცხებაში დაგეხმარებათ.

1. ვაშლის ძმარი
მჟავა, რომელსაც ვაშლის ძმარი შეიცავს, არის აქტიური ნაერთი, რომელიც სოკოს აღმოფხვრას უწყობს ხელს.

როგორ გამოვიყენოთ?
აურიეთ ერთმანეთს წყლის და ძმრის თანაბარი რაოდენობა და ჩადეთ ამ ნარევში ხელები, ან ფეხები 15–20 წუთით. ამის შემდეგ, ხელები, ან ფეხები გააშრეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

2. ნიორი
ეს ანტიმიკრობული ინგრედიენტი, მოქმედებს, როგორც ანტიბიოტიკი, ის ბაქტერიებს და ინფექციებს ებრძვის.

როგორ გამოვიყენოთ?
ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, დაუმატეთ მას 10 დაქუცმაცებული ნიორის კბილი და რამდენიმე წუთი აცადეთ. ნარევში 15 წუთით ხელები ან ფეხები ჩადეთ. ან აურიეთ ერთმანეთს დაქუცმაცებული ნიორი და ზეითუნის ზეთი და წაისვით დაზიანებულ არეზე 30 წუთით.

3. ნატურალური იოგურტი
პრობიოტიკები, რომლებსაც იოგურტი შეიცავს, სოკოსთან ბრძოლის დროს ეფექტურ საშუალებად იქცევა.

როგორ გამოვიყენოთ?
ფრჩხილებზე ცოტა იოგურტი წაისვით, დაელოდეთ სანამ მასა გაშრება და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამასთან, შეგიძლიათ რაციონში ეს ინგრედიენტი ჩართოთ და ის დილით და საღამოს მიირთვათ.

4. ჩაის ხის ზეთი
ეს ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. 25%–50%–იანი ზეთის გამოყენება ინფექციასთან ბრძოლისთვის ხშირად საკმარისია. ხოლო სუფთა 100%–იანი ზეთის დღეში ორჯერ გამოყენება ფრჩხილს 56%–ით, ხოლო 6 თვეში 60%–ით უფრო ჯანსაღს ხდის.

როგორ გამოვიყენოთ?
წაისვით ზეთი სოკოთი დაზიანებულ არეზე დღეში ორჯერ, ან სამჯერ მაქსიმუმ. ამ ინგრედიენტის დალევა რეკომენდირებული არ არის, რადგან მას ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს.

5. საკვები სოდა
ეს ინგრედიენტიც ებრძვის ბაქტერიებს, ინფექციებს და სხვა მიკროორგანიზმებს, რომლებიც ფრჩხილების სიჯანსაღეზე მოქმედებენ.

როგორ გამოვიყენოთ?
აურიეთ ერთმანეთს სოდა, ლიმონის წვენი და მიღებული მასა სოკოთი დაზიანებულ არეზე წაისვით. სოდა შეგიძლიათ ფეხსაცმელშიც ჩაყაროთ.

6. ლიმონის წვენი
ამ პროდუქტსაც აქვს ანტიბიოტიკის თვისებები და ამიტომ ის ხშირად გამოიყენება, როგორც ანტისოკოვანი საშუალება.

როგორ გამოვიყენოთ?
რამდენიმე ლიმონის წვენში ხელები, ან ფეხები ჩადეთ, ან წვენი პირდაპირ ფრჩხილზე წაისვით.

ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობა დროს და მოთმინებას მოითხოვს. ჯანმრთელობას გისურვებთ!


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია