ცხარე წიწაკის ნაყენი, რომელიც სახსრების ტკივილის პრობლემას გამოყენებისთანავე აღმოფხვრის!!
მოგეხსენებათ ასაკის მატებასთან ერთად სხვადასხვა სახის პრობლემებიც ადვილად იჩენს ხოლმე თავს. მათ შორის კი რაღა თქმა უნდა სახსრების ტკივილი ერთ ერთი მოწინავე ადგილას დგას. ეს დისკომფორტული მდგომარეობა კი ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებითაა გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს დაგროვილი ტოქსინების, მარილების, ალერგენის ან ანთებითი პროცესის დაწყების მიზეზი.სწორედ ამ მიზეზისდა გამო გადავწყვიტეთ დღესაც შეგახსენოთ ტრადიციული, ხალხური საშუალება რომელიც სახსრების ამ აუტანელ პრობლემას მალევე მოგიგვარებთ. თან ხშირად ბუნებრივი პოდუქტების ნაზავი ხომ უფრო ეფექტურია, ვიდრე სააფთიაქო საშუალებები!
ნაზავის მომზადება საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევასაც არ მოითხოვს !
დაგჭირდებათ:
10 ცალი წითელი წიწაკა, 2 ჭიქა მზესუმზირის ზეთი, 1 ლიტრიანი ქილა
მომზადების წესი:
კარგად გარეცხეთ წიწაკა და მოაჭერით კუდები. გაატარეთ ის ხორცის გასატარებელ მანქანაში ან დააბლენდერეთ.მოათავსეთ გატარებული მასა შუშის ქილაში და დაასხით ზეთი. დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ ბნელ ადგილზე 1 კვირით.
7 დღის შემდეგ გადაწურეთ მარლის საშუალებით. მიღებული ზეთი უნდა გამოიყენოთ შესაზელის სახით.
წიწაკის ზეთი შეიზილეთ დღეში 2-3 ჯერ მტკივან და პრობლემატურ ადგილებში. ის გაგანთავისუფლებთ ტკივილისგან. მტკივანი ადგილი დამატებით შეიფუთეთ თბილი ქსოვილით. ზეთის წამის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნით და არ წაისვათ თვალის მიმდებარედ.
ამ საშუალების გამოყენება პროფილაქტიკის სახითაც შეგიძლიათ თვეში 1-2 ჯერ. ამ ხალხური საშუალების გამოყენებამდე გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.