ცოტამ თუ იცის, რომ ერთი შეხედვით უსარგებლო და გადასაყრელი ბროკოლის ნაწილები სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა…

688

ცოტამ თუ იცის, რომ ერთი შეხედვით უსარგებლო და გადასაყრელი ბროკოლის ნაწილები სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა…

ცოტამ თუ იცის, რომ ერთი შეხედვით უსარგებლო და გადასაყრელი ბროკოლის ნაწილები სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა. სწორედაც დღეს ჩვენ ამ ინფორმაციას მოგაწვდით.

მოდით თავდაპირველად გავეცნოთ ბროკოლის თვისებებს:
ბროკოლში არსებული აქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, მას აქვს სამკურნალო თვისებები. ის აღადგენს და აუმჯობესებს ჩვენი სხეულის მდგომარეობას.

აი მაგალითად: რკინა ხელს უწყობს სისხლის უჯრედების სწრაფ, ფორმირებას. იოდი აწესრიგებს ენდოკრინულ სისტემას და ფარისებრ ჯირკვალს. კალიუმი აწესრიგებს სხეულის წყლის ბალანსს.

ეს ყველა თვისება აქვს ბროკოლის ზედა ნაწილს, ეგრედ წოდებულ ყვავილს. თუმცა ნაწილებს, როგორიცაა ფოთლები და ღერო, ჩვენ ვყრით რაც ძალიან დიდი შეცდომაა.

ბროკოლის ღეროსა და ფოთლებში არის ბევრად მეტი ნუტრიენტები. წარმოიდგინეთ C ვიტამინის ყოველდღიური დოზის ნახევარს შეიცავს 30 გრ. ბროკოლის ფოთლები.

ღეროში კი არის სულფორაფანი. ეს ნივთიერება ხელს უშლის უჯრედების განადგურებას, ხელს უწყობს სიმსივნის ფორმირების თავიდან აცილებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ღერო ყვავილთან შედარებით ბევრად უხეში სტრუქტურისაა. ამიტომ საჭიროა მისთვის ქერქის მოშორება და ისე გამოყენება. მისი გამოყენება შეგიძლიათ ჩვეულებრივ სალათებში და კერძებში. მეტსაც გეტყვით ის საკმაოდ ნოყიერი და სასარგებლო პროდუქტია, ამიტომ მის გადაყრას ნამდვილად არ გირჩევთ!

ასევე რაღა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ბროკოლის ფოთლები. მუქი მწვანე ფოთლები ნამდვილად გამოირჩევა სასარგებლო ნივთიერებების სიუხვით, მეტიც ის ჩვენს ორგანიზმს ეხმარება მეტაბოლიზმის პროცესში. . ეს უკანასკნელი ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება სალათის მოყვარულთათვის. მკვეთრი გემოს ოსაშორებლად კი მას დაასხით მდუღარე წალი, გააჩერეთ 5-7 წუთი და შემდეგ გამოიყენეთსურვილისდა მიხედვით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია