განიკურნეთ გასტრიტისგან თაფლის დახმარებით

1334

განიკურნეთ გასტრიტისგან თაფლის დახმარებით

თაფლი შეიცავს 70-ზე მეტ ნივთიერებას: ცილებს, მიკროელემენტებს, ანტიბიოტიკს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, კაროტინს.

მაგალითად, ვერც ერთი სინთეტიკური ვიტამინის კომპლექსი ვერ ცვლის თაფლის ვიტამინებს, ბუნებრივი ნუგბარი შეიცავს 30 სხვადასხვა მიკროელემენტს.

მაგალითად, რკინა ასტიმულირებს ძვლის ტვინის სისხლისწარმომქმნელ ფუნქციას და აუმჯობესებს უჯრედების სიცოცხლის უნარიანობას, სპილენძი დამჟანგავი პროცესების შეუცვლელი აქტივატორია, კალციუმი და კალიუმი საჭიროა გულ-სისხლძარღვთათვის, მაგნიუმი მოქმედებს დამამშვიდებლად და აძლიერებს იმუნიტეტს, მანგანუმი ხელს უწყობს  ვიტამინის სინთეზს და ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლებს, ნიკელი აჩქარებს სისხლის უჯრედების რეგენერაციას, ნიკელი ანთებსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ახდენს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე, ხოლო გლუკოზა და ფრუქტოზა უნივერსალური ანტიტოქსიკური საშუალებაა.

გასტრიტის დროს თაფლი ამცირებს კუჭის წვენის გამომუშავებას, ჰიპერფუნქციის დროს კი პირიქით, აწესრიგებს მის რაოდენობას. გასტრიტის მკურნალობა შეიძლება კომბინირებულად – მედიკამენტებითა და თაფლით.

თაფლი შეიძლება მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, მაგრამ დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 150 გ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 თვეა. აი, რამდენიმე რეცეპტი: მაღალი მჟავიანობით გასტრიტის დროს: რეკომენდებულია ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე, 3-ჯერ დღეში თბილ წყალში გახსნილი თაფლი.

დაბალი მჟავიანობით გასტრიტის დროს: თაფლი გახსენით ცივ წყალში და დალიეთ ჭამის წინ. ორივე შემთხვევაში 200 გ თანაბრად გაყოფილი თაფლი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერზე.

Აურიეთ 150 გრ (სასურველია ცაცხვის) თაფლი 1 ლიტრ თბილ წყალში. მთელი მოცულობა უნდა გადანაწილდეს 4 დოზაზე. მიიღეთ პირველი ნაწილი დილით უზმოზე, ბოლოს ძილის წინ. წყალი გამოყენებამდე უნდა გაათბოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი გაცილებით დაბალი იქნება. კურსი არის 1 თვე.

თაფლი და ალოე

ეს მეთოდი ძალიან კარგია ეროზიული გასტრიტის დროს. დაგჭირდებათ 200 გრ თაფლი და 200 გრ ალოეს ფოთლები (მცენარე უნდა იყოს მინიმუმ 5 წლის). ალოეს ფოთლები მოათავსეთ საყინულეში 3 დღის განმავლობაში. დაადნეთ თაფლი წყლის აბაზანაზე. სანამ თაფლი დნება, ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. თაფლის დუღილის შემდეგ, დაუმატეთ ალოეს გელი და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში, მუდმივად ურიეთ. შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე. მკურნალობა მოიცავს 2 კვირას, არ შეინახოთ იგი მომავალი გამოყენებისათვის.

მიიღეთ: დილით, უზმოზე, 2 ს.კ. კოვზი, თითოეული ჭამის წინ – 1 ს.კ. ძილის წინ – 2 ს.კ. კოვზი,  კურსი 3 კვირაა. საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ ერთ კვირაში.

თაფლი და რძე

ყოველ დილით, უზმოზე დალიეთ ჭიქა თბილი რძე 2 ს.კ. კოვზი თაფლით.

თაფლი და გვირილა

100 გრ თაფლი გაადნეთ წყლის აბაზანაში და დაუმატეთ 1 ს.კ. გვირილა. დაფარეთ მჭიდროდ და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, გააზავეთ 1 ლიტრი წყლით, კარგად აურიეთ ისე, რომ არ იყოს ნალექი.

გაწურეთ და დაასხით მინის ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ჭიქა დილით, უზმოზე, საუზმემდე ერთი საათით ადრე. დღის განმავლობაში დალიეთ 1/3 ჭიქა ყოველი ჭამის წინ. საღამოს, ძილის წინ ერთი საათით ადრე, თქვენ უნდა დალიოთ 1 ჭიქა. კურსი 2 კვირა.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია