3 მკვეთრი ნიშანი, რომელიც ართრიტზე მიუთითებს. რა უნდა გააკეთოთ მისი პრევენციისთვის, გაიგეთ აქ…

742

3 მკვეთრი ნიშანი, რომელიც ართრიტზე მიუთითებს. რა უნდა გააკეთოთ მისი პრევენციისთვის, გაიგეთ აქ…

თავდაპირევლად თემის განხილვა მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ რევმატიზმი სწორედაც რომ ართრიტის ერთ ერთ ფორმას წარმოადგენს. ეს კი ვითარდება სისხლში შარდმჟავას მაღალი მაჩვენებლის შედეგად.

უცნაურია ფაქტია, თუმცა დადგენილია, რომ ართრიტი ქალებზე მეტად, მამაკაცებშია გავცელებული. მისი განვითარების რისკის ქვეშ კი პირველ რიგში ჭარბი წონისა და მაღალი სისხლის წნევის მქონე მამაკაცები არიან.

საინტერესოა რა არის ართრიტის გამომწვევი მიზეზი?

როცა სისხლში შარდმჟავას რაოდენობა მომატებულია, ის ყალიბდება კრისტალებად და პირველ რიგში გროვდება სახსრებში. ყველაზე ხშირად კი “სამიზნე” ფეხის დიდი თითი ხდება, ადგილი სადაც ხდება კრისტალების მოგროვება.

რევმატიზმის შეტევები თავიდან საკმაოდ მსუბუქია, მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო მტკივნეული და შემაწუხებელი ხდება. ამიტომაც ყოველთვის რეკომენდირებულია ჩააბაროთ შარდის და სისხლის ანალიზი, რათა გაიგოთ ხართ თუ არა ართრიტის განვითარების რისკის ქვეშ.

ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომები კი შემდეგნაირია:

  • უეცარი და ინტესნიური ტკივილი სახსრების არეში.
  • სახსარზე შეიძლება განვითარდეს სიწითლე და პრობლემური ადგილი გაცხელდეს.
  • სახსრების შეშუპება და გაშეშება.

თუ დროულად აი მიაქცევთ ყურადღებას, ამას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და თირკმელების პრობლემაც კი შეგექმნათ.

მაშ რა უნდა გავაკეთოთ ართრიტის პრევენციისთვის?

თუ გენეტიკურად მიდრეკილი ხართ ართრიტისკენ, მაშინ უნდა დაიცვათ დიეტა და მიირთვათ პურინის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტები. განსაკუთრებით მამაკაცები უნდა მოერიდონ ცხიმიან და ისეთი ტიპის საკვებს, რომელიც მაღლა წევს შარდმჟავას დონეს.

ასევე რეკომენდაციაა, რომ უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში საკმარისი სითხე წყლის სახით, რათა გამოიდევნოს შარდმჟავა სხეულიდან. ასევე გახსოვდეთ წყალს სხვა სახის სითხე ვერ შეცვლის!

ყველაზე ეფექტური კი ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუნებაა.

ასევე გეტყვით იმასაც, რომ ექიმები რეკომენდაციას უწევენ ალუბალს და ალუბლი ექსტრაქტის შემცველი პროდუქტების მიღებას, რადგან ის ამცირებს სისხლში შარდმჟავას დონეს. კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში 35%-ით მცირდება ართრიტის შეტევის რისკი.

სასურველი იქნება თქვენც გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციები და თავი დააღწიოთ ართრიტის განვითარებას!

Facebook კომენტარები