ხელნაკეთი ხველისა და ფილტვების სამკურნალო საშუალება! უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი. .

586

ხელნაკეთი ხველისა და ფილტვების სამკურნალო საშუალება! უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი. .

რეცეპტი: უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი სხვა ხველის სიროფი!

მრავალი წლის განმავლობაში, დექსტრომეტორფანი გამოიყენებოდა, როგორც ხველის ჩახშობის აქტიური ინგრედიენტი. ასევე საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს ამ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე და არ იცის რამდენად საშიშია ის. .

რეალურად დექსტრომეტორფანი იმდენად საშიშია, რომ შეიძლება მან ფატალური შემთხვევებიც კი გამოიწვიოს.

როგორც მშობელმა, თქვენც ალბათ იცით, რომ ბავშვების 10%-ს არ გააჩნია შესაბამისი ფერმენტები, რომლებიც საჭიროა დექსტრომეტორფანის ეფექტური მეტაბოლიზმისთვის, რასაც ხშირად მივყავართ საშიშ შედეგებამდე.

ჩვილებსა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებს არასოდეს უნდა მიეცეთ ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რადგან მათ შეიძლება ახასიათებდეთ მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები.

გარდა ამისა, ჟურნალმა Pediatrics-მა 2004 წელს გამოაქვეყნა კვლევა ზედა სასუნთქი გზების ინფექციების მქონე 100 ახალგაზრდაზე. კვლევამ დაადასტურა, რომ როდესაც საქმე ეხება ღამის ხველას ან ძილს დექსტრომეტორფანი და დიფენჰიდრამინი არ არის უფრო ეფექტური ვიდრე პლაცებო.

ასე რომ, სიცოცხლისათვის საშიში ხველის სამკურნალო საშუალებების ნაცვლად, ჩვენ გთავაზობთ პნევმონიის და ხველების სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი ხველის სიროფი.

იგი შედგება მარტივი ინგრედიენტებისგან, რომლებიც ერთობლივად ქმნიან ძლიერ საშუალებებს ხველების, შეშუპებული სინუსების და ანთების საწინააღმდეგოდ.

საუკუნეების მანძილზე კურკუმა გამოიყენებოდა ჩინურ და აიურვედულ მედიცინაში. მას აქვს ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული თვისებები და შეუძლია დაეხმაროს სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი და რესპირატორული სისტემების ინფექციების ან დაავადებების მკურნალობას. გარდა ამისა, კურკუმას ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო შეუძლია დაამშვიდოს ფილტვებში ანთებაც.

ჯანჯაფილი ძალიან ხშირად გამოიყენება გაციებისა და გრიპის სამკურნალოდ მისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და იმუნიტეტის გამაძლიერებელი თვისებების გამო. მას შეუძლია გაათავისუფლოს ანთებითი, გაღიზიანებული ან შეშუპებული ბრონქები. მას ასევე აქვს ამოსახველებელი ეფექტი და შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს ლორწოს გასაწმენდად.

თიამს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და შეიცავს ეთერზეთს. ის ხსნის ყელის ტკივილს. მას ასევე შეუძლია დათრგუნოს ხველა მისი ძლიერი ხველის საწინააღმდეგო თვისებებისდა გამო. ასევე შეუძლია მოადუნოს ტრაქეისა და ბრონქების კუნთები და გახსნას სასუნთქი გზები. გერმანულმა კვლევამ აჩვენა, რომ ის 60%-მდე ამცირებს ხველას და ლორწოს.

რეცეპტი.
საჭირო ინგრედიენტები:

- 1 მწვანე ჩაის პაკეტი ან 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი
- 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა
- 1/2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
- 1/3 ჩაის კოვზი თიამი, ნახევარი ლიმონის წვენი
- 2 ჩაის კოვზი თაფლი

მომზადება:

თიამი და ზემოთ აღნიშNული ინგრედიენტები მოათავსეთ ადუღებულ წყალში და გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდგომ გადაწურეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ ლიმონი და თაფლი.

ისიამოვნეთ, თან ავადაც აღარ გახდებით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია