10 პროდუქტი, რომელიც დაგიცავთ გულის დაავადებებისგან!

2150

არსებობს რამდენიმე საჭმელი, რომელიც გაგიხსნით არტერიებს და დაიცავს თქვენს გულს დაავადებებისგან.

1) ავოკადო

ბურგერებში ან სენდვიჩებში მაიონეზის ნაცვლად ავოკადო გამოიყენეთ ხოლმე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ავოკადო ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

2) სატაცური

სატაცური ბუნებრივი საშუალებაა არტერიების გასაწმენდად. ის ამცირებს იმ სისხლის კოლტებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. ეს ბოსტნეული მდიდარია მინერალებით, შეიცავს K, B1, B2, C და E ვიტამინებს.

3) ბროწეული

ბროწეული ფიტოქიმიკატებს შეიცავს, რომელიც ანტიოქსიდანტივითაა. ის იცავს არტერიის ხაზს დაზიანებისგან. ბროწეულის წვენი ხელს უწყობს აზოტის ოქსიდის წარმოქმნას, ეს უკანასკნელი კი კი არეგულირებს სისხლის ნაკადს და თქვენი არტერიები ღიაა.

4) ბროკოლი

გიყვართ თუ არა ბროკოლი უმნიშნელოა, რადგან ის ვიტამინ K-ს შეიცავს.ასევე კარგია ქოლესტერინის დონისა და წნევის დაწევაში.

5) კურკუმა

კურკუმა ანტიანთებითი საშუალებაა. კურკუმას დამატება კვების რაციონში ამცირებს არტერიის კედლების დაზიანების შანსს.

6) ხურმა

ხურმა ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. არეგულირებს სისხლის წნევას.

7) სპირულინა

ეს ლურჯ-მწვანე წყალმცენარე არეგულირებს ლიპიდებს სისხლში. ასევე სათავეა იმ პროტეინის, რომელიც შეიცავს ესენციურ ამინომჟავებს.

8) დარიჩინი

დარიჩინი ამცირებს ქოლესტერინს თრომბოციტებში. დაუმატეთ ხოლმე ის ყავას ან რამე საჭმელს.

9) მოცვი

მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მისი წვენი გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

10) მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ცნობილია თავისი უპირატესობებით. ის გულსისხლძაღვთა მუშაობას და წონაში დაკლებას უწყობს ხელს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია