"ვენების პრობლემა წლებია მაწუხებს თუმცა მის დასამარცხებლად ამ საშუალების შესახებ ახლახანს შევიტყვე. ."
"დიდი ხანია ვენები მაწუხებს და ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში მახსენებს ხოლმე თავს — ფეხები მიმძიმდება, მისივდება და მოლურჯო ლაქები მიჩნდება, რომლებიც საკმაოდ მტკივნეულია".
ნაცნობმა სამკურნალოდ ძალიან მარტივი საშუალება მასწავლა: საუბარი გვაქვს პომიდვრის წვენზე, რომელიც უნდა წაისვათ პრობლემურ ადგლას და გაიჩეროთ იქამდე ვიდრე წიწკნას არ დაგიწყებთ. შემდეგ მოიშორეთ და ფეხები გრილი წყლით დაიბანეთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტკივილი და ლურჯი ლაქებიც გაქრება. გარდა ამისა, პომიდორს ვიყენებ სახის ნიღბისთვის: გაჭრილი პომიდორი რბილობით წაისვით სახეზე, როცა წვენი შეგაშრებათ, კვლავ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ გაიმეოროთ რამდენჯერმე. 15-20-წუთიანი ნიღაბი საკმარისია.
სწორედ ამ ნიღაბმა სახის კანი ძალიან გამიახალგაზრდავა, გამომიცოცხლა, ლაქები გამიქრო, აღარც გამონაყარი მაქვს. ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილი დარჩა.ექიმის კომენტარი: პომიდვრის ნაყოფი შეიცავს 6,5%-მდე შაქარსა და B, B, P, K ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს, კალიუმის მარილებს, ფოსფორს, რკინას, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს. ამიტომ ის ღირებული საკვები პროდუქტია ჯანმრთელი ადამიანებისთვის, ასევე ორსულებისთვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების მქონეთათვის.
ორგანული მჟავები და ნაზი უჯრედისი, რომლებსაც პომიდორი შეიცავს, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას და ნაწლავის პერისტალტიკას, ამიტომ პომიდორი კარგია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი და ნაწლავის ატონია აქვს. პომიდვრის ნიღაბი რგებს ფორებიან, მოშვებულ-ატონიურ სახის კანსაც კი. პომიდორს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედებაც. ამიტომ მის წვენს ჩირქოვანი ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდაც იყენებენ. როგორც ჩანს, მისი ასეთი მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტი დადებით შედეგს იძლევა ვენების ვარიკოზული გაგანიერების მკურნალობის დროსაც.
ეს საშუალება ნამდვილად უებარია ამიტომ ყველას შეუძლია მისი გამოყენება, სარგებლის გარდა ის ზიანს ნამდვილად ვერ მოგაყენებთ!
წყარო: კარაბადინი