თუ შარდის შეუკავებლობა გაწუხებთ, ეს ტანჯვა დღესვე დასრულდება! გაეცანით საოცარ რეცეპტს!

8888

თუ შარდის შეუკავებლობა გაწუხებთ, ეს ტანჯვა დღესვე დასრულდება! გაეცანით საოცარ რეცეპტს!

შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი. ამის მიზეზი და აქედან გამომდინარე, მკურნალობა, სხვადასხვაგვარია მამაკაცებთან, ქალებსა და ბავშვებთან.

მამაკაცებთან შარდის შეუკავებლობას რამდენიმე მიზეზი აქვს. ეს მიზეზები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. ერთ ჯგუფში შევა ჭეშმარიტად უროლოგიური პრობლემები, ხოლო მეორეში — ნევროლოგიური, უროლოგიურ პრობლემებს შორის სიხშირით პირველი ადგილი უკავია პროსტატის — წინამდებარე ჯირკვლის — კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას ანუ პროსტატის ადენომას. სკლეროზი, შარდსადენი მილის შევიწროება და სხვა.

თუ ღამით ერთხელ მაინც იღვიძებთ ტუალეტში წასასვლელად, ეს შესაძლოა ღამის შარდის შეუკავებლობის პირველი ნიშანი იყოს. თვითგანკურნების იმედით პროცესს ნებაზე ნუ მიუშვებთ, არსებობს ამ მოვლენის მკურნალობის ეფექტური მეთოდები. შარდის ბუშტის ღამეული სისუსტე მრავალი ქალისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, გან- საკუთრებით მათთვის, ვინც გართულებული მშობიარობა გადაიტანა, ეს პრობლემა არც მამაკაცთათვის გახლავთ უცხო, თუმცა ამ პრობლემით შეწუხებულ მამაკაცთა რიცხვი ქალებისაზე გაცილებით ნაკლებია.

ღამით თუნდაც ერთხელ მოსაშარდად წამოდგომა არღვევს ძილს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას, შედეგი დაღლილობა , გაღიზიანებადობა, ყურადღების კონცენტრაციის მოშლა, ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევაა.

ღამის შარდის შეუკავებლობად მიიჩნევა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შარდის ბუშტის ერთზე მეტად დაცლის სურვილი აღვიძებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორ-სამ ჯერ ტუალეტში წასვლის სურვილი განსაზღვრული პათოლოგიის ნიშანია, რომლისგანაც განკურნება შესაძლებელია. ის შემთხვევები, როცა ადამიანს უჭირს დაძინება, ნებისმიერი ჩქამი აღვიძებს ან ღამით მოსაშარდად მხოლოდ ერთხელ დგება, ღამის შარდის შეუკავებლობა არ არის.

ღამით მოშარდვის სურვილს იწვევს: დღის განმავლობაში და ძილის წინ სითხის დიდი რაოდენობით მიღება; შარდმდენი საშუალებების მიღება; შარდის ბუშტის მოცულობის მკვეთრი შემცირება სხვადასხვა მიზეზით; შარდის ბუშტის დაავადებები: ანთება, ინფექცია, ქვები, ასევე — მენჯის მიდამოს რენტგენოთერაპიის შემდგომი პერიოდი და სხვა;

ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა; შარდის ბუშტის კუნთოვანი აქტიურობის მომატება; ზოგადი ქრონიკული დაავადებები – დიაბეტი და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევები; სტრესული და დეპრესიული მდგომარეობა, იძულებითი ქცევა და მრავალი სხვა.

“მყავს 88 წლის დედა, რომელსაც დაეწყო შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ბოლო დროს შარდი თითქმის არ გამოიყოფოდა. სოფელში ცხოვრობს, სიარულიც უჭირს და ექიმებთან არ მომყვება, ამიტომ, როგორც შევძელი, ისე ვუმკურნალე – რაღა თქმა უნდა, ხალხურ მედიცინას მივმართე.

თურმე შარდის შეკავების დროს მკურნალი ხორბალი ყოფილა: ნახევარ ჭიქა ხორბალს უნდა დაასხათ 1 ლ წყალი და ხარშოთ5-7 წუთი. შემდეგ ნახარში შეაგრილეთ და სვით დოზირების გარეშე. პირველ ხანებში უფრო ხშირ-ხშირად (10 წუთში ერთხელ) უნდა მიიღოთ, მერე კი, როცა პრობლემა მოგვარდება — იმდენი სვით, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ.

სიმართლე გითხრათ, არც ნაყენის მომზადებისას ვიცავ მაინცდამაინც რეცეპტში მოცემულ დოზებს: თვალიზომით ვიღებ ხორბალსაც და წყალსაც შედეგი კი არაჩვეულებრივია, თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბუნებრივი საშუალება დედაჩემის ორგანიზმს არაფერს დაუშავებს. ამასთან ერთად, ხშირად უნდა ჭამოთ ხორბლის ფაფები (კორკოტი, წანდილი)”.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია