ჯანჯაფილი, თაფლი და დარიჩინი. შესანიშნავი კომბინაცია ანთების, გაციების, გრიპის წინააღმდეგ!
საუკეთესო ჩაი ზამთრის სეზონისთვის!
ხშირად გვაინტერესებთ, კარგია თუ არა ჩაი ჯანმრთელობისთვის? ამ სტატიაში ვისაუბრებთ ჩაის შესახებ, რომელიც საოცრად მოქმედებს ორგანიზმზე და მუდამ ჯანმრთელობას გინარჩუნებთ. ესაა სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეული ჩაი რომელსაც უძველესი დროიდანვე იყენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.
მცენარეული ჩაი შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, როგორიცაა თაფლი, ჯანჯაფილი და დარიჩინი.
ჯანჯაფილის, დარიჩინისა და თაფლისგან დამზადებული ჩაი:
ჯანჯაფილი, დარიჩინი და თაფლი მდიდარია მრავალი სამკურნალო თვისებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. გთავაზობთ ჩაის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურადაც კი, რათა იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
ინგრედიენტები:
- ჯანჯაფილი - პატარა ფესვი
- ლიმონის წვენი - 2 ს.კ
- დარიჩინი - 1 ჯოხი
- თაფლი - 1 ჩ.კ
- წყალი - ½ ჭიქა
ინსტრუქციები:
ჯერ წყალი აადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდგომ ჯანჯაფილი გაასუფთავეთ, დაჭერით და დაუმატეთ მდუღარე წყალს. ადუღეთ წყალი 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ 1 დარიჩინის ჯოხიც. ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
შემდგომ კი უკვე შეგიძლიათ გადმოდგათ გაზქურიდან და გადაწუროთ სითხე.
როცა სასმელი გაცივდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ. ბოლოს კი სასმელს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და გემრიელად მიირთვით! რატომაა ეს ჩაი ასეთი სასარგებლო?
შაქრიანი დიაბეტი:
შაქრიანმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს კორონარული დაავადება, თირკმლის ინფექციები, ჰიპერტენზია, ინსულტი და მხედველობის პრობლემებიც კი. ხანგრძლივმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაის რეგულარული მიღება ამცირებს დიაბეტის მავნე ზემოქმედებას.
გულისრევა, გაციება და გრიპი:
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სვამენ ამ ჩაის, გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის უნარია.
გულძმარვა:
ეს ჩაი ასევე აჩვენებს საოცარ შედეგებს მჟავას რეფლექსისა და საჭმლის მონელების პრობლემების სამკურნალოდ. ჯანჯაფილს შეუძლია შეამციროს შებერილობა და თავიდან აგაცილოთ კვების შემდგომი გულძმარვა.
შეჯამება:
ეს გასაოცარი ჩაი ნამდვილად გამოირჩევა ეფექტურობით, ამიტომაც ნუღარ დაყოვნდებით! მოამზადეთ ყოველდღიურად და ხელი შეუწყეთ საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.