ამ 3 ინგრედიენტიანი ჩაის ყოველი ყლუპი ათავისუფლებს თქვენს ფილტვებს ლორწოსა და ტოქსინებისგან და ამცირებს ანთებას!

2129

ამ 3 ინგრედიენტიანი ჩაის ყოველი ყლუპი ათავისუფლებს თქვენს ფილტვებს ლორწოსა და ტოქსინებისგან და ამცირებს ანთებას!

ამ ჩაით შეგიძლიათ დაივიწყოთ რესპირატორული დაავადებები!

ჩვენ ყველას გვქონია სუნთქვის გაძნელება, მაგალითად გაციების, ალერგიული რეაქციის, ასთმის ან უბრალოდ ცხვირიდან გამონადენის გამო.

ამ პრობლემების სამკურნალოდ კი ადამიანების უმეტესობა დაუყოვნებლივ მიმართავს წამლებს, მაგრამ უარყოფითი მხარე ისაა, რომ ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს და შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული შედეგებიც კი. მეორეს მხრივ, არსებობს ფილტვების გასაწმენდად ძალიან ეფექტური ბუნებრივი ჩაი, რომელიც უაღრესად სასარგებლოა სუნთქვის პრობლემების დროს.

ხველის სიროფები ეფექტურია გაციების სიმპტომების სამკურნალოდ, მაგრამ ისინი ყოველთვის ზომიერად უნდა მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

- სუნთქვის პრობლემები, ღებინება, ქავილი
- გამონაყარი, შეშუპება, თავბრუსხვევა
- ძილიანობა, გულისრევა

გარდა ამისა, კორტიკოსტეროიდები ხშირად ინიშნება ქრონიკული რესპირატორული პრობლემებისთვის, როგორიცაა ასთმა ან ბრონქიტი. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდები ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს.

მულეინი მცენარეა, რომელსაც აქვს ძლიერი სამკურნალო თვისებები და ის საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად როგორიცაა გაციება და ფილტვების სისუსტე.ჯანმრთელობის მრავალი სარგებლიანობის ფონზე, მულეინი შეიცავს საპონინებს, ორგანულ ნაერთებს, რომლებიც მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ამოსახველებელი საშალება.

ამგვარად, მულეინი ეფექტურად აშორებს ფილტვებიდან ჭარბ ლორწოს და ხსნის შეშუპებას და სხვა სიმპტომებს, ასევე ებრძვის ბაქტერიებსა და ვირუსებს.

გარდა ამისა, მულეინს ასევე აქვს ძლიერი დამარბილებელი თვისებები, რომელიც ამშვიდებს ყელს და ხსნის ტკივილს ხველის დროს. მულეინი იდეალური ბუნებრივი საშუალებაა ყველა რესპირატორული მდგომარეობისთვის, თუნდაც ქრონიკული, როგორიცაა ასთმა და ბრონქიტი.

აი, როგორ გამოვიყენოთ მულეინის ყველა სარგებელი ჩაის სახით.

რეცეპტი:

ინგრედიენტები:

- 2 ჩ.კ მულეინის ფოთლები
- 1,5 ჭიქა წყალი
- 1 ჩ.კ ხმელი პიტნა (სურვილისამებრ)
- 1-2 ჩ.კ თაფლი (სურვილისამებრ)

ინსტრუქცია:

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მასში მულეინის ფოთლები. ჩაიში შეგიძლიათ პიტნის დამატებაც. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ თაფლი გემოვნებით.

ეს ნატურალური ჩაი დაგეხმარებათ გაციების და სხვა რესპირატორული ინფექციების განკურნებაში, ასევე გაათავისუფლებს მათ სიმპტომებს, როგორიცაა ტკივილი და შეშუპება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია