როგორ მოვიშოროთ კისრის დაძაბულობა მხოლოდ 90 წამში [მეთოდი]

953

როგორ მოვიშოროთ კისრის დაძაბულობა მხოლოდ 90 წამში [მეთოდი]

საინტერესო ინფორმაციაა

დღესდღეობით საკმაოდ ბევრი ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერის, ტელეფონის, ტაბლეტების წინ ატარებს. ამ პოზაში კი რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობის გარეშე ყოფნამ უდავოდ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადგილი, რომელსაც ეს აწუხებს, არის კისერი.

კისრის ტკივილი იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რადგან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე და პროდუქტიულობაზე. თუმცა ჩვენდა საბედნიეროდ, არსებობს მარტივი ხრიკი, რომლის დახმარებითაც სწრაფად მოიცილებთ კისრის ტკივილს და ამისთვის რაც დაგჭირდებათ არის მხოლოდ ხელები და 90 წამი დრო.

სანამ პრობლემის მკურნალობაზე გადავალთ, ჯერ გავარკვიოთ მიზეზი. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს კუნთების შეკუმშვა.

როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში ერთსა და იმავე მდგომარეობაში რჩებით, ეს მდგომარეობა შეიძლება საკმაოდ მარტივად გამოჩნდეს. კისრის კუნთების შეკუმშვა ნერვებს ამძიმებს და კისრის ყოველი მოძრაობა შეიძლება ძალიან მტკივნეულიც იყოს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა კუნთების ტონუსსში მოყვანა და ბოჭკოების დაჭიმვა, ამის გაკეთება კი საკმაოდ მარტივია.

ამისათვის კი უბრალოდ საჭიროა, რომ თავი ერთ მხარეს მაქსიმალურად გადაწიოთ. დაჭიმეთ კუნთები თითებით. დაიწყეთ მასაჟი უფრო მაღალი წერტილიდან და შემდეგ ჩამოდით ქვემოთ.

კიდევ ერთი ვარიანტია დაიდოთ ხელი თავზე და შემდეგ გადაჭიმოთ იგი ცალ მხარეს 45 გრადუსით და შეინარჩუნოთ პოზიცია დაახლოებით 15-დან 20 წამამდე. გაიმეორეთ ეს პროცედურა მეორე მხარეს. ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ კისრის ტკივილის აღმოფხვრაში და ამას მხოლოდ 2 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. აბა რას ელოდებით, ახლავე სცადეთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია