ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება — ჩიყვი აწუხებს, წამლად გამოადგება თეთრი ხახვი, რომელიც აპატარავებს ჩიყვს! გამოყენებისთანავე ამ საშუალების მადლიერნი დარჩებით

3577

ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება — ჩიყვი აწუხებს, წამლად გამოადგება თეთრი ხახვი, რომელიც აპატარავებს ჩიყვს! გამოყენებისთანავე ამ საშუალების მადლიერნი დარჩებით

ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადება — ჩიყვი აწუხებს, წამლად გამოადგება თეთრი ხახვი, რომელიც აპატარავებს ჩიყვს.

უკვე რამდენიმე წელია ამ საშუალებით ვმკურნალობ. ჯირკვლის ზრდა შეჩერდა და თავსაც გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ეს რეცეპტი ძველ კარაბადინში აღმოვაჩინე:

I კგ (ან 7-8 თავი) თეთრი ხახვი გახეხეთ. მიღებული ფაფა მოათავსეთ დოლბანდის ნაჭერზე და დაიდეთ ყელზე, ზემოდან დაიფინეთ კომპრესის ქაღალდი და შეიხვიეთ რბილი სახვევით. კომპრესი 2 საათი უნდა გაიჩეროთ. თუ ასეთ პროცედურებს კვირაში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში გაიკეთებთ, ჯირკვალი არ გაიზრდება და უარყოფითი ცვლილებებიც არ არის მოსალოდნელი.

კიდევ ერთი რჩევა უნდა მოგცეთ: ენდოკრინოლოგს აუცილებლად უთხარით, რომ ხახვით მკურნალობას აპირებთ. თეთრი ხახვის კომპრესი მთლიანად არ ცვლის ჩიყვის მედიკამენტურ მკურნალობას, მაგრამ მასთან ერთად საკმაოდ ეფექტიანია. ჩიყვისთვის ძალიან კარგია კაკლის უღლის ნაყენიც, რომელსაც პერიოდულად ვსვამ.

ექიმის კომენტარი: ხახვი შეიცავს შაქრებს, ცილებს, უჯრედისს, კალციუმის და ფოსფორის მარილებს, ეთერზეთებს, სხვადასხვა მიკროელემენტს. ეთერზეთს გააჩნია ლორწოს დამდენი და ანტისეპტიკური ეფექტი. გარდა ამისა, ხახვის ბოლქვი შეიცავს A, B1, B2, PP ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, ფერმენტებს. ხახვი თრგუნავს პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლების უნარს, ამიტომ ის მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და სასუნთქი გზების ანთებების დროს გამოიყენება.

ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას. უმი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფას და ზრდის სქესობრივ პოტენციას. იყენებენ ათეროსკლეროზის და ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკისთვის. ხახვის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ღვიძლის, თირკმლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებები აწუხებს.

ძველი ქართული კარაბადინებით ხახვი უმთავრესად გარეგანი ხმარების საშუალება იყო. ხახვით მკურნალობდნენ გველისა და მორიელის ნაკბენს: „დანაყილი ხახვი შემოსდვას და შემოჰკრას“ („იადიგარ დაუდი“). თუმცა რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ხახვის ეფექტიანობა გარეგანი ხმარებისას ჩიყვის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია ფიტოთერაპიულ ცნობარებში არ გვხვდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია