უმარტივესად მოიშორეთ ფილტვებიდან ლორწო და ნახველი! თან არანაირი მედიკამენტების ჩარევა არაა საჭირო. . ნამდვილად დროული ინფორმაციაა
ნებისმიერი დაავადებისას, რომელსაც ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფა ახლავს, მნიშვნელოვანია
სასუნთქი გზების მასში დაგროვილი ნახველისგან დროული გამოთავისუფლება, რამდენადაც ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აჩქარებს იქ მოხვედრილი მიკროორგანიზმების დროულ გამოდევნას და გამოჯანმრთელების პროცესს.
სწორედ ამ მიზნით დღეს ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გაათავისუფლოთ სასუნთქი გზები დაგროვილი ნახველისგან, ყველაფერი ძალიან მარტივია და არანაირ რთულ და მიუღწეველ პროცედურებს არ საჭიროებს. .
და სანამ ხალხურ რეცეპტებს გაგაცნობთ მანამდე გირჩევთ, რომ
ნახველის გასათხელებლად და მისი სწრაფი ევაკუაციისთვის მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. სასურველია სითხე იყოს თბილი და ტუტოვანი შედგენილობის, მაგალითად, თბილი რძე საჭმელ სოდასთან ან მინერალურ წყალთან ერთად. ეს საკმაოდ მარტივი და ეფექტური მეთოდია ფილტვებიდან დაგროვილი ნახველის მოსაშორებლად
თავშავას ბალახი
თავშავას ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავას და მთრიმლავ ნივთიერებებს.
მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. რეკომენდებულია მისი გამოყენება ამოსახველებელ საშუალებად.
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად.
ევკალიპტის ფოთოლი:
ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს (1-3%), მთრიმლავ ნივთიერებებს და ორგანულ მჟავებს. ახასიათებს ამოსახველებელი და დამამშვიდებელი თვისებები.
გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების, ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, ლარინგიტების დროს.
ვირისტერფას ფოთოლი:
ვირისტერფას ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებსა და ორგანულ მჟავებს.
მცენარის ნახარშს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება, იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აჩქარებს მის ევაკუაციას.
ეფექტურია მისი გამოყენება კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს.