შავი წერტილების მოშორების ყველაზე ეფექტური მეთოდები. ეს ნიღბები შავ წერტილებს სამუდამოდ გაგიქრობენ

1064

შავი წერტილების მოშორების ყველაზე ეფექტური მეთოდები. ეს ნიღბები შავ წერტილებს სამუდამოდ გაგიქრობენ

სანამ დავიწყებდეთ საუბარს შავი წერტილების მოსაშორებელი ბუნებრივი საშუალებების შესახებ, სჯობს ჯერ გავარკვიოთ, საიდან ჩნდება ჩვენი სახის კანზე შავი წერტილები?   შავი წერტილები ძირითადად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სებუმის ფოლიკულური არხი კერატინირდება. ჰაერთან კონტაქტის დროს, დახურვა იჟანგება და მუქდება.

იმისათვის, რომ საბოლოოდ მოიშოროთ თქვენი სახიდან შავი წერტილები, საკმარისია გამოიყენოთ რამდენიმე მარტივი საშინაო სამკურნალო საშუალება, რომლებიც ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება.

ლიმონის წვენის პილინგი

ლიმონის წვენის პილინგის დასამზადებლად დაგვჭირდება:

  • მარილი 1 ჩ/კ
  • თბილი წყალი 1 ჩ/კ
  • ლიმონის წვენი 0,5 ჩ/კ

პატარა თასში აურიეთ მოცემული ინგრედიენტები, შემდეგ წაისვით ნარევი შავი წერტილების ადგილებზე და ჩაიტარეთ კანის პილინგი ხელის წრიული მოძრაობებით ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ  ნარევი გააჩერეთ კიდევ ხუთი წუთი და დაიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ მთელი პროცედურა კვირაში რამდენჯერმე, სანამ შავი წერტილები არ გაქრება.

თაფლისა და დარიჩინის ნიღაბი

თაფლი აქტიურად გამოიყენება სახის კანის სამკურნალოდ ანტიბაქტერიული  თვისებების გამო. თუ ჩვენ თაფლს შევურებთ დარიჩინს, მივიღებთ არაჩვეულებრივ ნიღაბს შავი წერტილების მოსაშორებლად. წაისვათ თაფლის ნიღაბი თქვენს T ზონაში,  დატოვეთ ნიღაბი რამდენიმე საათის განმავლობაში და შემდეგ ფრთხილად ჩამოიბანეთ სახე. თაფლი არამარტო კანს არბილებს, არამედ სახეს მთლიანად წმენდს. ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავს დარიჩინი, ასევე ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდის შეზღუდვას.

საცხობი სოდის ნიღაბი

საცხობი სოდაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს შავი წერტილების მოსაცილებლად. ნიღაბის დასამზადებლად ჩვენ დაგვჭირდება 

  • საცხობი სოდა 2 ჩ/კ
  • ცოტა რაოდენობით წყალი

ეს ორი მასალა აურიეთ ერთმანეთს და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. ათი წუთის შემდეგ  ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ორთქლის აბაზანა მინარევებისგან

ორთქლის აბაზანა ასევე გამოიყენება შავი წერტილების მოსაშორებლად. ამისათვის უბრალოდ გაათბეთ ორი ლიტრი წყალი დიდ ქვაბში და დაუმატეთ გვირილის ჩაი. შემდეგ თავი დაიჭირეთ ისე, რომ სახე მთლიანად ქვაბში მოექცეს, ზემოდან გადაიფარეთ პირსახოცი. ასე დაყავით დაახლოებით 15 წუთი. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ორთქლის აბაზანის მიღებას აუცილებლად დაიტენიანეთ სახე, რადგან ზემოთ ხსენებული იწვევს სახის გამოშრობას. ორთქლის აბაზანა ადვილად ხსნის სახეზე ფორებს და ისინი ბუნებრივად იწმინდება.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია