გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტები! რომელია თქვენთვის ყველაზე ეფექტური?. .

645

გაციების საწინააღმდეგო შინაური რეცეპტები! რომელია თქვენთვის ყველაზე ეფექტური?. .

დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ შინაური რეცეპტები, რომლებიც გაციების წინააღმდეგ მართლაც რომ ეფექტურად მოქმედებენ.

მათი ცოდნა განსაკუთრებით ამ სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვანია

მოგეხსენებათ გრიპი და გაციება როგორც წესი, ყელის ტკივილით იწყება, რომელიც ხშირად საკმაოდ დიდხან გრძელდება. ესაა საკმაოდ არასასიაოვნო და დისკომფორტული მდგომარება. ამ დროს კი ქიმიურ მედიკამნეტებს მირჩევნია ისევ ხალხური მეთოდები, კერძოდ კი ამ დროს ვიყენებ ჭარხლის წვენსროგორ ვიყენებ ამ გასაოცარ პროდუქტს: ჭარხალს ვხეხავ წვრილ სახეხზე და მისგან ვწურავ 1 ჩაის ჭიქა წვენს. შემდგომ ვურევ მასში 1 ს.კ ძმარს და მიღებულ ხსნარს ვივლებ ყელში დღეში დაახლოებით 5-6 ჯერ, მანამ სანამ ყელის ტკივილი არ გაივლის!

ოფლის მოსადენად: ვიღებ ორ წილ მცენარე ვირისტერფას, ერთ წილ ცაცხვის ყვავულს და ერთ წილ თავშავას. ჩაის მსგავსად ვაყენებ და ვღებულობ ძილის წინ

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი რეცეპტიც: 3 ს.კ ცაცხვის ყვავის ვასხავ ადუღებულ წყალს და 15 წუთის განმავლობაში ვადუღებ ნელ ცეცხლზე, 20 წთ გავაჩერებ შემდეგ და გადავწურავ. თქვენ გემოვნების მიხედვით შეგიძიათ დაამატოთ თაფლი, ან ლიმონის წვენი და მიიღეთ ცხელი სახით ძილის წინ

დასაზელად:

0,5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 1ს.კ მარილი და ჩაასხით 40გრ 10-%იანი ნიშადურის სპირტი. ასევე ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 0,5 ლ წყალი და მასში გახსენით 10 გრ ქაფურის სპირტი. ამის შემდგომ ორივე ნარევი ერთმანეთში აურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული ნარევით კი დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი

ამ ნარევის შინაგანად მიღებაცაა შესაძლებელია. კერძოდ: წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1 წვეთი უნდა გახსნათ 1 ს.კ წყალში. 1 წელს გადაცილებულ ბავშვს ჭიქა წყალში ვუწვეთებს ნარევის იმდენ წვეთს რამდენი წლისაცაა ბავშვი. ხოლო მოზრდილებმა უნდა მიიღონ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩ. კ ნარევი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია