რა სამკურნალო თვისებები აქვს კვერცხის ნაჭუჭს? ამის წაკითხვის შემდეგ მას აღარასოდეს გადააგდებთ
კვერცხის ნაჭუჭს ხშირად არ ვხმარობთ და ვაგდებთ ხოლმე. თუმცა მას ზოგი საკუთარი ჯანმრთელობისთვის იყენებს. ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობა პრაქტიკულად იდენტურია ადამიანის კბილებისა და ძვლების შემადგენლობის. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაჭუჭი ოსტეოპოროზისა და სხვა დაავადებების (რომლებიც კალციუმის ნაკლებობის გამოა გამოწვეული), პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ. ნაჭუჭში კალციუმის გარდა გვხვდება ფოსფორი და მაგნიუმი. ეს სიმდიდრე კი ხშირად სანაგვე ყუთში აღმოჩნდება ხოლმე.
რას კურნავს კვერცხის ნაჭუჭი ?
კვერცხის ნაჭუჭის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისება ძვლის ტვინის უჯრედების სინთეზირება არის. აქედან გამომდინარე ნაჭუჭს შეუძლია გაგათავისუფლოთ შემდეგი დაავადებებისგან:
• მეტაბოლიზმის პროცესს აბალანსებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელს უწყობს გახდომას.
• ეხმარება გულძმარვის მოშორებასა და გასტრიტის მკურნალობას.
• კურნავს აკნეს.
• ამცირებს ბავშვებში რაქიტისა და ანემიის შემთხვევებს.
• გათავისუფლებთ ალერგიისგან.
• კვერცხის ნაჭუჭი ცუდ ქოლესტერინს არ აძლევს არანაირ შანსს, რომ თქვენს ორგანიზმს რამე დაუშავოს.
• ამაგრებს ძვლებსა და კბილებს.
• ასუფთავებს სისხლს.
• ასუფთავებს ორგანიზმს რადიონუკლიდებისგან
როგორ მოვამზადოთ კვერცხის ნაჭუჭისგან ფხვნილი?
პირველ რიგში, კვერცხის ფერს არ აქვს მნიშვნელობა. მეორე რიგში, გახსოვდეთ, რომ არ გამოიყენოთ იხვისა და ბატის კვერცხები.
ქათმის კვერცხი მოხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ, გამოაცალეთ გული და ცილა, დააცადეთ ნაჭუჭს, რომ გაშრეს. ეს მოითხოვს 5-6 საათს. შემდეგ კი ეს ნაჭუჭი დაფქვით. მან თავისი სამკურნალო თვისებები რომ არ დაკარგოს, აუცილებელია ბნელ ადგილას დახურულ კონტეინერში შეინახოთ.
პროფილაქტიკის მიზნით კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილს აძლევენ როგორც მოზარდებს, ისე ბავშვებსაც :
ბავშვები – ისინი იღებენ ნაჭუჭის ფხვნილს კალციუმისა და სიმაღლის მოსამატებლად. პატარებს ყოველდღე აძლევენ ძალიან ცოტაოდენ ფხვნილს, 7 წლის მერე – ჩაის კოვის ნახევარს, მოზარდებს კი – ერთ-ორ პატარა კოვზ ფხვნილს.
მოზარდები – 2 ჩაის კოვზ კვერცხის ნაჭუჭს იღებენ ყოველდღიურად.
ალერგიის სამკურნალოდ რეკომენდებულია მიიღოთ ნაჭუჭის ფხვნილს დამატებული ლიმონის წვენი. ეფექტურია მოზარდებისთვისა და ბავშვებისთვის.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.