მთელი ოჯახი იყენებს ამ საშუალებას: ნაოჭები და ლაქები ქრება ზედმეტი ჩარევების გარეშე!
ეს საოცარი კრემი ხელს უწყობს ნაოჭების, სტრიების და მუქი ლაქების მოშორებას უფრო ეფექტურად, ვიდრე ნებისმიერი კომერციული პროდუქტი!
ჩვენი კანის ჯანმრთელობა, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი სხეულის ჯანმრთელობა, ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ორგანიზმი ჯანმრთელია, კანიც ასევე ინარჩუნებს სიჯანსაღეს ბზინვარებას და სიგლუვეს
ხოლო არაჯანსაღი კანი ორგანიზმის პრობლემებზე მეტყველებს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთი ბარიერის შექმნა, რომელიც დაგვიცავს მავნე მიკროორგანიზმებისგან, შეინარჩუნებს კანის და სხეულის სიჯანსაღეს და ამავდროულად დაატენიანებს მას
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი კომერციული პროდუქტი და მედიკამენტი, მათგან მხოლოდ რამდენიმეს შეუძლია რეალური ეფექტის მოხდენა. მაგრამ ეს კრემები და პროდუქტები საკმაოდ ძვირადღირებულია, რაც შესაბამისად მათ ყველასათვის მიუწვდომელს ხდის.
სწორედ ამიტომაც დღეს გვინდა შემოგთავაზოთ წარმოუდგენელი ბუნებრივი საშუალება. ეს საშუალება იაფიცაა და თან არავითარი გვერდითი მოვლენა არ გააჩნია და მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი გჭირდებათ მის მოსამზადებლად.
საჭირო ინგრედიენტები:
- 110 გრ ორგანული ქოქოსის ზეთი
- 100 გრ ალოე ვერას გელი
- ლავანდის, ვარდის ან ვანილის ეთერზეთები
მომზადება:
ჩაასხით ალოე ვერას გელი ქოქოსის ზეთთან ერთად პატარა კონტეინერში და აურიეთ ისინი პატარა მიქსერის გამოყენებით 5 წუთის განმავლობაში. შედეგად უნდა მიიღოთ გლუვი, სქელი პასტა. პასტას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი და კვლავ კარგად აურიეთ.
მიღებული ნაზავი ჩაასხით მინის ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ კონტეინერი ბნელ და მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
მიღების წესი:
გელი წაისვით კანზე წრიული მოძრაობებით. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ამ გელის ეფექტურობის მიზეზი მისი ორი კომპონენტის საოცარი თვისებებია. ეს ორი ინგრედიენტი ჩვეულებრივ გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში სხვადასხვა დამატენიანებელი საშუალებების დასამზადებლად.
ალოე ვერა ფართოდაა ცნობილი თავისი სასარგებლო თვისებებით. ამშვიდებს ქავილს და გაღიზიანებულ კანს, ასევე ალერგიულ რეაქციებს და მწერების ნაკბენს, ასევე აშორებს სტრიებს. ალოე ვერა ეფექტურად ათეთრებს მუქ ლაქებს, ატენიანებს კანს და აფერხებს ნაოჭებს.
ქოქოსის ზეთი, თავის მხრივ, ატენიანებს კანს უშუალოდ კანის უჯრედებზე მოქმედებით, რაც ხელს უწყობს კანის ბზინვარებას და ელასტიურობას. მას ასევე აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უშლის სოკოების და ბაქტერიების განვითარებას.