გულყვითელას საოცარი თვისებები- გამოიყენეთ ის კანისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

609

გულყვითელას საოცარი თვისებები- გამოიყენეთ ის კანისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად

გულყვითელა (ლათ. Calendula officinalis) ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, დამახასიათებელი სურნელით, სიმაღლით 20-50 სმ. გულყვითელას ყვავილის მწვანე ნაწილები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ტრიტერპენულ საპონინებს. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, კალენდულას გამოყენებით დამზადებული პრეპარატები ფარმაკოლოგიაში გამოიყენება მცენარის ყვავილში არსებული ბიოლოგიური აქტიური ნაერთების, მაგალითად, კაროტინოიდების, ფლავონოიდებისა და ვიტამინების  წყალობით.

გულყვითელა ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ეფექტური სამკურნალო მცენარეა, როცა საქმე კანის გაჯანსაღებას ეხება. კაროტინოიდების, ფლავონოიდებისა და ტრიტერპენსაპონინების მაღალი შემცველობის გამო ის განსაკუთრებით სასარგებლოა იარების სამკურნალოდ. კალენდულას ექსტრაქტი კანის რეგენერაციას უწყობს ხელს.

აკნეს მკურნალობა

გულყვითელა აკნეს სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თქვენ შეგიძლიათ აკნეს სამკურნალო ლოსიონი მოამზადოთ. ამისთვის 1 კოვზ ხმელ გულყვითელას ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დასხით და თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და ლოსიონით სახე დილა-საღამოს გაიწმინდეთ.

პიგმენტური ლაქების გაღიავება

1 ჩაის კოვზ გულყვითელას ნაყენს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა კვირაში 2-3ჯერ წაისვით ლაქებზე. რამდენიმე კვირაში პიგმენტური ლაქები გაღიავდება.

ღრძილების მკურნალობა

გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტური საშუალებაა ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებს ან სრულიად წყვეტს ღრძილებიდან სისხლის დენას, ამაგრებს ღრძილების ქსოვილს. 1 ს.კ დაქუცმაცებულ კალენდულას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და დაელოდეთ შეთბობას. შემდეგ კი გამოივლეთ პირის ღრუში.

ბუნიონის მკურნალობა

ბუნიონის სამკურნალოდ გულყვითელა შეუცვლელი საშუალებაა. საუკეთესო შედეგს მისი ზეთი იძლევა. ზეთი შეგიძლიათ სახლში დაამზადოთ. ამისთვის მინის ქილის 2/3 მოცულობა მცენარის ყვავილებით აავსეთ და მცენარეული ზეთი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. ბნელ და გრილ ადგილას 2 კვირა დააყენეთ, პერიოდულად ქილა შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ, ყვავილები კარგად გაწურეთ და მიღებული ზეთი მაცივარში შეინახეთ. წაისვით ზეთი ყოველდღიურად პრობლემურ ადგილზე, სანამ შედეგს არ დაინახავთ.

მეჭეჭების მკურნალობა

მეჭეჭებს მოგაშორებთ გულყვითელას ნედლი ყვავილები, რომლებიც უნდა დანაყოთ და დაიდოთ მეჭეჭზე, ზემოდან კი დაიწებოთ ლეიკოპლასტი. პროცედურა გაიკეთეთ ღამით. გაიმეორეთ, სანამ მეჭეჭი არ მოგშორდებათ.

ვარიკოზული ვენების მკურნალობა

შეაზილეთ 1 ჩ.კ. დაფქული ხმელი ყვავილები 1 ს.კ. ვაზელინს. მიღებული მასა წაისვით ვენებზე. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად. ეს მალამო, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ დამწვრობის, ალერგიული გამონაყარის, ნახეთქებისა და კანის სხვა პრობლემების სამკურნალოდ.

გულყვითელას შინაგანი გამოყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ

კუჭის წყლულის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებების დროს გვეხმარება გულყვითელას ნაყენი, რომელსაც ასე ამზადებენ: 1 ს.კ. ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით. მზა ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, მიიღეთ გულყვითელას ნაყენი: დაიწყეთ 20 წვეთით და თანდათან გაზარდეთ 1 ს.კ.-მდე, მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

არითმიისა და აჩქარებული გულისცემის დროს, 2 ჩ.კ. გულყვითელას ყვავილედებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია