“გთავაზობთ რეცეპტებს, რომელიც გიშველით ქრონიკული ჰეპატიტის დროს, მაგრამ ზუსტად უნდა დაიცვათ მკურნალობის სქემა!”

396

დღესდღეობით სამწუხაროდ საკმაოდ  ბევრ ადამიანს აქვს C ჰეპატიტი და დახმარებას ითხოვს. გვსურს შემოგთავაზოთ რეცეპტები, რომელიც გიშველით ქრონიკული ჰეპატიტის შემთხვევაში, მაგრამ ზუსტად უნდა დაიცვათ მკურნალობის სქემა.

პირველი თვე - თერმოსში საღამოს პერიოდში მოათავსეთ თითო ს/კ ტყის მარწყვი,  კატაბალახას ძირები, ბირკავა და დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. დილით ნაყენი გადაწურეთ, ოდნავ შეაგრილეთ, დაუმატეთ თაფლი (1 ჩ/კ — 1 ჭიქა ნაყენზე). დალიეთ უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. თაფლიანი ნაყენის მეორე ნახევარი დალიეთ ძილის წინ. მსგავსი მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ ერთი თვის განმავლობაში.

ამასთან ერთად, თვის პირველი 10 დღე უნდა სვათ მარწყვაბალახას ნაყენი, რომელიც ასე მზადდება: 50 გ ბალახის ფესვებს დაასხით 0,5 ლ არაყი და 10 დღე დადგით ბნელ ადგილას. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. ნაყენი უნდა გააზავოთ ცოტა წყალში. შემდეგი 10 დღე სვით ქრისტესისხლას ნაყენი. ივნისის თვეში შეაგროვეთ ამ მცენარის ყვავილიანი ღეროები, დააქუცმაცეთ, შეავსეთ ლიტრიანი ქილა, დაასხით არაყი, დადგით სიბნელეში, 2 კვირის შემდეგ გადაწურეთ. ჭამამდე სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში.

პირველი თვის ბოლო ათ დღეს უნდა სვათ ბაბუაწვერას ყვავილების ნაყენი. ლიტრიანი ქილა აავსეთ ბაბუაწვერას ყვავილებით, დაასხით არაყი. 2 კვირის შემდეგ გადაწურეთ და სვით ცოტა წყალში გაზავებული თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ უკეთესობას იგრძნობთ. შემდეგ უნდა დაიწყოთ მკურნალობის ახალი ერთთვიანი კურსი.

მეორე თვე - საღამოს თერმოსში ჩაყარეთ წითელი მოცვის ფოთლები, თითო ს/კ დაქუცმაცებული ნეგოს ყვავილი (უკვდავა) და ფარსმანდუკი (მელიკუდა). დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. დილით ნაყენი გადაწურეთ, ოდნავ შეაგრილეთ. დაუმატეთ თაფლი (1/ჩ/კ — ერთ ჭიქა ნაყენზე) და ერთი ჭიქა დალიეთ უზმოზე. მეორე ჭიქა კი მიიღეთ ღამით, ძილის წინ. ეს ნაყენი უნდა სვათ ერთი თვის განმავლობაში.

ბალახების ნაყენთან ერთად პირველი 10 დღის განმავლობაში უნდა სვათ ფშანის ეკლის ნაყენი. 50 გ ფშანის ეკლის ფესვებს დაასხით 0,5 ლ არაყი, დადგით 10 დღე სიბნელეში, გაწურეთ და მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე. ნაყენი უნდა განაზავოთ მცირე რაოდენობის წყალში.

მომდევნო 10 დღე სვით კულმუხოს ფესვების ნაყენი, რომელიც ანალოგიურად მზადდება. მეორე თვის ბოლო ათი დღე კი სვით იმავე წესით მომზადებული ოროვანდის ნაყენი. ასეთი მკურნალობა ჩაიტარა ჩემმა მეუღლემ და სისხლის ბიოქიმიური შემადგენლობა მკვეთრად გაუუმჯობესდა. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ნაყენები წინასწარ უნდა მოამზადოთ, რათა მკურნალობის კურსი არ გაწყდეს და ერთის დამთავრებისთანავე მეორე დაიწყოთ.

ექიმის კომენტარი: მკითხველის წერილში არაერთი სამკურნალო მცენარეა ნახსენები, რომელთაც სხვადასხვაგვარი ფარმაკოლოგიური ეფექტი ახასიათებს. C ჰეპატიტი საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა და დაავადების მწვავე სტადიაზე ექიმის კონტროლის გარეშე თვითმკურნალობა დაუშვებელია. შეგიძლიათ მცენარეული თერაპია ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად ჩაიტაროთ, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია