როგორ მოვიშორე ძვლოვანი წანაზარდები და ღორის სოლიტერი? მარტივი ხალხური რეცეპტი

3497

როგორ მოვიშორე ძვლოვანი წანაზარდები და ღორის სოლიტერი? მარტივი ხალხური რეცეპტი

ეს რეცეპტები პირადა მე საკუტარ თავზე მაქვს გამოცდილი ამიტომაც წარმატებული შედეგების ფონზე უკვე თქვენც გირჩევთ! იმედია მათი გამოყენებით ისევე კმაყოფილნი იქნებით, როგორც მე!

აუცილებლად გაეცანით და ნუ დაიზარებთ მათ მომზადებას:

მეც მინდა გაგაცნოთ ორი რეცეპტი, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. ვარ 72 წლის. 55-60 წლის ასაკში ფეხის ცერებთან გამიჩნდა წანაზარდები. ნაცნობმა მასწავლა მათი სამკურნალო საშუალება: კვირაში ერთხელ წანაზარდებზე ვისვამდი იოდს, შუალედებში კი ჩვეულებრივ ზეთს და მასაჟს ვიკეთებდი. ახლა წანაზარდები აღარ მაქვს. ...

მეორე რეცეპტი 30 წლისამ გამოვცადე. გამიჩნდა ღორის სოლიტერი, რომელიც თავად შევამჩნიე კუჭის მოქმედებისას. 3 ჭიქა გოგრის უმი თესლი გაფცქვენით ისე, რომ შიგნითა მწვანე ფენა არ მოაშოროთ. დანაყეთ, შეურიეთ 1-2 ს/კ თაფლი და ჭამეთ ნელ-ნელა, კარგად დაღეჭეთ. მკურნალობის დაწყების წინ, 2-3 დღის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ თევზი, ხორცი, ცხიმიანი და რძის პროდუქტი. შეგიძლიათ ჭამოთ ურძეო და უკარაქო ფაფები, ხილი და ბოსტნეული, ოღონდ კარგად უნდა დაღეჭოთ, დალიოთ მურაბიანი ჩაი. ამ რეცეპტმა მალევე მომცა შედეგი. მერე შევიტყვე, რომ იგი მარტო სოლიტერზე კი არა, ნებისმიერი ჭიის დროს არის შედეგიანი.

დღეს ეს პრობლემა ბავშვებს აწუხებთ. ქიმიურ წამლებს კი ეს რეცეპტი სჯობს. სცადეთ, კმაყოფილი დარჩებით. ყველას გისურვებთ გამოჯანმრთელებას.

ექიმის კომენტარი: იოდი მართლაც ხასიათდება ადგილობრივი ანტიანთებითი, ქსოვილოვანი ცვლის გამააქტიურებელი ეფექტით. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ყველა სახის წანაზარდის დროს შედეგს ვერ მიიღებთ ორთოპედისა და რევმატოლოგის ჩარევის გარეშე.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია