ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს ამის შესახებ! როგორ გაიწმინდოთ კანი ნუშისა და როზმარინის წყლით . .

346

ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს ამის შესახებ! როგორ გაიწმინდოთ კანი ნუშისა და როზმარინის წყლით . .

ქალბატონებო შეგიძლიათ დაივიწყოთ კომერციული პროდუქტები!

ეს ბუნებრივი მატონიზირებელი გვაძლევს საშუალებას გავწმინდოთ კანი, რადგან ის ემსახურება როგორც წამალი სტრესით გამოწვეული კანის ნებისმიერი დარღვევისთვის, როგორიცაა ეგზემა ან გაღიზიანებული კანი.

კანის ყოველდღიური გაწმენდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი ლოსიონით დატენიანება.

სახის წმენდა ხელს უწყობს ნარჩენი ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილებას, ასევე მკვდარ უჯრედების, რომლებიც ამცირებს ბზინვარებას და კანის ტონს.

ამ სტატიაში ჩვენ გაჩვენებთ, თუ როგორ შეგიძლიათ ბუნებრივად გაასუფთავოთ კანი ამ უძველესი სილამაზის საშუალების გამოყენებით, რომელიც დაფუძნებულია ნუშისა და როზმარინის საფუძველზე.

ნუში:

იმის გასაგებად, თუ რატომაა ნუში ასეთი კარგი კანისთვის, უნდა ვისაუბროთ მისი ზეთის პოპულარობის შესახებ. ის გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკვებავი და ეკონომიური დამატენიანებელი.

არის ბევრი სხვა ზეთიც, რომელიც გახდა მოდური, ზოგადად, მნიშვნელოვნად მაღალი ფასით. თუმცა, ნუში ესაა უძველესი ეფექტური საფუძველი, რომელიც დროის გასვლის მიუხედავად მაინც საუეთესო საშნაო საშუაებად რჩება .

ნუშის მთავარი უპირატესობა მისი დამარბილებელი უნარია, ანუ ატენიანებს და არბილებს კანს.

იგი ასევე გამოირჩევა დამამშვიდებელი თვისებებით, ძალიან შესაფერისია გაღიზიანებული კანისთვის ეგზემით ან სტრესთან დაკავშირებული სხვა კანის პრობლემების ან დარღვევის დროს

ამ შემთხვევაში, გირჩევთ გამოიყენოთ უმი ნუში. ამრიგად, ის შეიცავს თავის საკვებ ნივთიერებებს, გადამუშავების გარეშეც და ასევე საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ნაზი აქერცვლა კანის ღრმა წმენდისთვის.

როზმარინი:

ალბათ გვსმენია ზოგიერთი ხანდაზმული ქალბატონისგან იმაზე საუბარი, რომ როზმარინის წყალი,სახის სილამაზის საუკეთესო საშუალებაა.

როზმარინი მდიდარია მინერალებით (მაგნიუმი, თუთია, რკინა), აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით და B და C ვიტამინებით. ეს უკანასკნელი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია და ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რაც კანს ანიჭებს სიმკვრივესა და სიგლუვეს.

მისი მოცირკულირე თვისებების წყალობით, ეს საოცარი სამკურნალო მცენარე აუმჯობესებს კანის ბუნებრივ დატენიანებას. შედეგი კი ბზინვარე სახის ფერია.

ის ასევე ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო რეგენერატორია, C ვიტამინისა და ცხიმოვანი მჟავების წყალობით, ამავდროულად ღრმად ასუფთავებს სახეს და ამცირებს შავ წერტილებს.

შეგვიძლია გამოვიყენოთ როზმარინის წყალი, როგორც გამწმენდი და როგორც მატონიზირებელი საშუალება, მომზადებული კონცენტრირებული ინფუზიის სახით, ან ვიყიდოთ მისი ეთერზეთი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს განზავებული.

კანის გამწმენდები

ინგრედიენტები:

– 1/2 ჭიქა უმი ნუში (50 გრ)
– 5 სუფრის კოვზი როზმარინის ფოთლები, ახალი ან ხმელი (50 გრ)
– 1 ჭიქა წყალი (200 მლ)

მომზადება:

პირველ რიგში მოვამზადებთ როზმარინის წყალს. წყალს ვადუღებთ და ვამატებთ როზმარინის ფოთლებს. ადუღეთ 1 წუთი, თუ ხმელ ფოთლებს იყენებთ, ხოლო 5 წუთი თუ იყენებთ ახალ ფოთლებს.

გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ კონტეინერი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
როდესაც ინფუზია გაცივდება, ნელ-ნელა აურიეთ დაფქული ნუში. მიზანია მივიღოთ კრემისებრი პასტა საკმაოდ სქელი.

შეინახეთ ეს წამალი დახურულ კონტეინერში მაცივარში 10 დღემდე.

როგორ გამოვიყენოთ ეს პრეპარატი?

როგორც ვთქვით, ნუშისა და როზმარინის ამ საწმენდს აქვს პასტის ტექსტურა, რომელიც ძალიან მარტივად შეგვიძლია გამოვიყენოთ, თითქოს ეს იყოს ძალიან რბილი და დამატენიანებელი ამქერცლავი:

დაიბანეთ სახე თბილი წყლით. აიღეთ ცოტაოდენი უკვე დამზადებული საშუალება და შეურიეთ ცოტაოდენ წყალს, რომ უფრო გაჟღენთილი იყოს. წაისვით თანაბრად მთელ სახეზე და თითის წვერებით შეიზილეთ სახეზე, განსაკუთრებით T მიდამოზე (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) ერთი წუთის განმავლობაში.

ჩამოიბანეთ თბილი ან ცივი წყლით და კარგად გაიმშრალეთ

გააკეთეთ სახის წმენდა ამ ხელნაკეთი პროდუქტით ღამით, ძილის წინ. ხოლო თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი ან აკნე, ამის გაკეთება შეგიძლიათ დილითაც.

უფრო მეტიც, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პასტა თქვენი სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, რომლის გაწმენდა, დატენიანება და დამშვიდება გსურთ, როგორიცაა აკნე, ეგზემა, ფსორიაზი ან მშრალი კანი.

Facebook კომენტარები