გთავაზობთ რეცეპტს, რომელმაც მომიგვარა გამუდმებული მაღალი წნევის და კუჭის წყლულის პრობლემები! იმედია თქვენც გამოგადაგებათ. .

712

რეცეპტი წნევისა და კუჭის სამკურნალოდ!

გთავაზობთ რეცეპტს, რომელმაც მომიგვარა გამუდმებული მაღალი წნევის და კუჭის წყლულის პრობლემები! იმედია თქვენც გამოგადაგებათ. .

წლების განმავლობაში მაწუხებდა წნევა და, ამავე დროს, მქონდა კუჭის წყლული. მაღალი მჟავიანობა ყოველდღიურად მიმწარებდა სიცოცხლეს — მქონდა საშინელი გულძმარვა, ბოყინი, კუჭის წვა. ჩემმა ნათესავმა, რომელიც ხალხური მედიცინით ძალიან დაინტერესებულია და უამრავი რეცეპტი იცის, მომიმზადა რაღაც ნაყენი და მითხრა: ეს წამალი სვი ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში და აღარაფერი შეგაწუხებსო.

ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ და ჩემდა გასაოცრად, აღარც კუჭს შევუწუხებივარ და არც წნევას. რა თქმა უნდა, დავინტერესდი წამლის შემადგენლობით და ახლა ეს რეცეპტი თქვენც უნდა გასწავლოთ:

აიღეთ 15-15 გრამი შავბალახა, კოთხუჯის ფესვები, ჭაობის ბერულა, კრაზანა, პიტნა. დაასხით 1,5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დატოვეთ 2 საათით, გაწურეთ, დაუმატეთ ვაჟინი გემოვნებით.

მიიღეთ 1/2 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში მაღალი წნევისა და კუჭის წყლულის ან მაღალი მჟავიანობის დროს.

ექიმის კომენტარი: უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომელთა მოქმედების მექანიზმი დადებით შედეგს მოგვცემს აღნიშნული დაავადებების დროს. რეცეპტის სხვადასხვა კომპონენტზე ჩვენი გაზეთის სხვადასხვა ნომერში უკვე ვისაუბრეთ.

ახლა კი, მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ჭაობის ბერულაზე მოგითხრობთ. ბერულა 10-25 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. ღერო მიწის ზედაპირიდანვე დატოტვილია და მთლიანად დაფარულია მოთეთრო-მატყლოვანი ბუსუსებით. ფოთლები წვრილი, მოგრძო, ყვავილი პატარა, ღია ყვითელი ფერისა აქვს. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის მიწისზედა ნაწილი. შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს, A და C ვიტამინებს. დადგენილია, რომ ჭაობის ბერულას მიღებისას ხდება პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოება, არტერიული წნევის დაწევა, კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერება.

კლინიკური დაკვირვებების მიხედვით დადებითი შედეგებია მიღებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მკურნალობისას. ბალახიდან მიღებული ზეთოვანი გამონაწვლილი აჩქარებს ეპითელიზაციას და გრანულაციას დამწვრობისა და წყლულების დროს. ამიტომ იგი გამოიყენება, როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი იარების, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, დამწვრობის, საშვილოსნოს ეროზიის სამკურნალოდ. ბერულას ნაყენი მზადდება ასეთი თანაფარდობით: 2 ს/კ დაასხით 2 ჩ/ჭ ცხელი წყალი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია