5 ფაქტი, რაც უნდა იცოდეთ თქვენი სისხლის ჯგუფის მიხედვით

1475

სულ 4 ჯგუფის სისხლი არსებობს, რასაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანსა და მის ორგანიზმზე.საკუთარი სისხლის ჯგუფის ცოდნით უკეთ გაიცნობთ საკუთარ თავსა და ორგანიზმს.

1. რა უნდა გააკეთოთ

სისხლის მეორე ჯგუფი - ვეგეტარიანული საკვები, თევზი, ქათმის ხორცი და იოგურტი. მოერიდეთ პარკოსნებს, მწარე პროდუქტსა და ყავას.
სისხლის მესამე ჯგუფი - რძის პროდუქტები, ცხვრის ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ჩაი. მოერიდეთ ალკოჰოლსა და კონსერვანტებს.
სისხლის პირველი ჯგუფი - თევზი, ხორცი და ბოსტნეული. მოერიდეთ რძის პროდუქტებს, დამუშავებულ საკვებსა და ზედმეტ ნაყროვანებას.

სისხლის მეოთხე ჯგუფი - ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. უარი თქვით შემწვარ საკვებზე, რაც ენერგიას გართმევთ.

2. თქვენი ხასიათის ძირითადი მახასიათებლები

სისხლის მეორე ჯგუფი - თანამგრძნობი, ორგანიზებული, ეფექტური, ლიდერი.
სისხლის მესამე ჯგუფი - მედიტაციური, მოქნილი, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული.
სისხლის პირველი ჯგუფი - პრაქტიკული, მტკიცე, ყურადღებიანი, მგრძნობიარე.
სისხლის მეოთხე ჯგუფი - რაციონალური, მშვიდი, ძლიერი, თავისუფალი.

3. თქვენი რეაქცია სტრესზე
სისხლის მეორე ჯგუფი - მაღალი მგრძნობელობა, სტრესიდან გამოსასვლელად სჭირდება ბევრი დრო. უხვი სასმელი დამშვიდებაში დაგეხმარებათ.
სისხლის მესამე ჯგუფი - ძირითადად მშვიდი, თუმცა ხანდახან ემოციებს ვერ აკონტროლებს და მწყობრიდან გამოდის. ნელი სუნთქვა ჰარმონიას დაგიბრუნებთ.
სისხლის პირველი ჯგუფი - შესაძლოა რისხვის გამოვლენა, რაც მემკვიდრეობით გადაეცემა. რაიმე სასიამოვნოზე ფიქრი სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება.
სისხლის მეოთხე ჯგუფი - ძალიან კარგად უმკლავდება სტრესს, რთულია მისი მწყობრიდან გამოყვანა. აქტივობა და ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში.

4. თქვენი ცხიმოვანი განლაგება

სისხლის მეორე ჯგუფი - ცხიმი გროვდება ხორცისა და შაქრის შემცველი პროდუქტებისგან.
სისხლის მესამე ჯგუფი - ცუდად ითვისებს შემწვარ კერძებსა და პურს.
სისხლის პირველი ჯგუფი - არარეგულარული კვება ზედმეტი ცხიმების დაგროვებას იწვევს.
სისხლის მეოთხე ჯგუფი - ცხიმი უმოძრაობის შედეგად გროვდება.

5. თავსებადობა სისხლის ჯგუფის მიხედვით

სისხლის მეოთხე ჯგუფი მიმღებლობით უნივერსალურია, მაგრამ მხოლოდ სისხლის მეოთხე ჯგუფის მქონე ადამიანის დონორი შეუძლია იყოს.
სისხლის მეორე ჯგუფს სისხლის მიღება შეუძლია მეორე და პირველი ჯგუფისგან, ხოლო დონორი იქნება მეორე და მეოთხე ჯგუფებისთვის.
სისხლის მესამე ჯგუფი სისხლს მესამე და პირველი ჯგუფისგან მიიღებს, დონორი კი მესამე და მეოთხე სისხლის ჯგუფისთვის იქნება.
სისხლის პირველ ჯგუფს შეუძლია პირველი ჯგუფისგან მიიღოს სისხლი და იყოს უნივერსალური დონორი ყველასთვის.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია