გაუწყლოება ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობაა! ყურადღებით გაეცანით ნიშნებს, რომლებიც მასზე მიგვანიშნებენ

2197

გაუწყლოება ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობაა! ყურადღებით გაეცანით ნიშნებს, რომლებიც მასზე მიგვანიშნებენ

სამწუხარო რეალობაა, თუმცა ადამიანთა უმეტესი ნაწილი ვერც კი აცნობიერებს, რომ დღის განმავლობაში წყლის მიღება რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. მისი მნიშვნელოვნება ორგანიზმისთვის განისაზღვრება, მისი უნარით გამოდევნოს ორგანიზმიდან ტოქსინები და შლაკები, ასევე გვეხმარება კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამავდროულად კი თვალისა და სახსრების ბუნებრივი დამატენიანებელია და ხელს უშლის სისხლის შედედების პროცესს.

ზოგადად ჯანმრთელი ადამიანის სხეულის 2/3 წყლისგან შედგება. წყლის დაკარგვამ კი შესაძლოა ქრონიკულ გაუწყლოებამდეც კი მიგვიყვანოს, რაც ძალიან საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სწორედ დღეს გაგაცნობთ გაუწყლოების იმ სახიფათო ნიშნებზე, რომელთაც ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება!. ამ ნიშნებით გახვედრებთ ორგანიზმი, რომ დროა დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი რაოდენობით წყალი მიიღოთ, რადგან შეინარჩუნოთ ორგანიზმის სრული ფუნქციონირება!

  • პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი:

    როცა სხეული გაუწყლოებულია, ის ვერ აწარმოებს საჭირო რაოდენობის ნერწყვს. არადა სწორედ ნერწყვი იცავს კბილებს კარიესისა და დავადებებისაგან. ის ქმნის კბილების გარშემო დამცავ საფარს და ანთავისუფლებს მას საკვების ნარჩენებისგან. პირის ღრუს სიმშრალე კი ხელს უწყობს პაროდონტიტისა და კარიესის სწრაფად განვითარებას.
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: შეკრულობა, ფაღარათი და ა.შ.

    საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის წყალი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს სასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვას ორგანიზმში.
  • გულისცემის გახშირება

    ორგანიზმში სითხის ნაკლებობის დროს ირღვევა მინერალების (შაქარი,მარილი) ბალანსი და გავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. სისხლში შაქრის დონის შემცირება კი იწვევს გულისცემის გახშირებას.
  • მეხსიერების დაბინდვა

მსუბუქი გაუწყლოებისას ხდება ადამიანის ფსიქოლოგიური უნარ–ჩვევების დასუსტება, აღმის უნარის დაქვეითება, მეხსიერების დაბინდვა და ვიზუალური დაკვირვების ინარს აქვეითებს. გაუწყლოება ასევე მოქმედებს განწყობაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არაადეკვატური რეაქციები– ბრაზი, აგრესია.

  • ქრონიკული თავის ტკივილები:

    გაუწყლოება აფერხებს ტვინში სისხლის სწორ მიწოდებას, ეს კი გლუკოზისა და ჟანგბადის მოხმარების შემცირებას იწვევს. გარდა ამისა ტვინი რომ არ დაზიანდეს, თავის ქალაში იმყოფება ეგრედ წოდებულ წყლის ჩანთაში. როცა ორგანიზმში სითხის ნაკლებობაა,  ტვინი თავის ქალას აწვება და იწვევს საშინელ ტკივილს. ჩვენი რჩევა იქნება, რომ გამაყუჩებელის დალევამდე უბრალოდ დალიოთ ერთი დიდი ჭიქა წყალი. თუ ამას სისტემატიური სახე მიეცემა დილაობით ზალიან კარგი იქნება.

  • ხშირი დაღლილობისა და ძილიანობის შეგრძნება

თუ მალევე იღლებით და არ გაქვთ ძალა და მუდმივად გეძინებათ ე.ი. გაქვთ სითხის ნაკლებობა ორგანიზმში. გაუწყლოება სისხლისმიმოქცევის შემცირებას და სისხლის წნევის მატებას იწვევს, რაც გულზე ნეგატიურად აისახება. მას უფრო მეტი ენერგიის გამოყენება უწევს, რომ კუნთებს, კანს და ტვინს მიაწოდოს საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი. სწორედ ეს იწვევს ძილიანობას და დაღლილობას.

მუქი შეფერილობის შარდი:

როცა დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალს სვავთ, შარდი ღია მოყვითალო ფერისაა რაც ნორმაა, მაგრამ მუქი ფერის შარდი პირდაპირ მიუთითებს ორგანიზმში არასაკმარისი სითხის რაოდენობაზე. ამ დროს თირკმელი კვლავ ორგანიზმს აწვდის წყალს, რომ მინერალური ბალანსი და სისხლის წნევა შეინარჩუნოს. ის ვერ გამოდევნის ტოსქინებსა და შლაკებს ორგანიზმიდან, სწორედ ეს იწვევს შარდის გამუქებას და შემდგომში მთელი რიგი პრობლემების წარმოქმნას.

ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნებს და ეცადეთ დღის განმავლობაში 1,5 - 2 ლიტრა წყალი მაინც მიირთვათ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია