უებარი საშუალება ფსორიაზისთვის! მისი წყალობით კანი მალევე უბრუნდება პირვანდელ სახეს.
დღეს ჩვენ გვსურს ინფორმაცია მოგაწოდოთ ფსორიაზის შესახებ, რომელიც
ქრონიკული დაავადების სახითაა ცნობილი და მისი კლინიკური გამოვლინება მხოლოდ კანზე გამონაყარით შემოიფარგლება.შეგიძლიათ მშვიდად იყოთ გადამდები ეს დაავადება არ არის, მაგრამ მისი ოდნავ უსიამოვნო ვიზუალური გამოვლინების გამო ხშირად დაავადებულებს რცხვენიათ და ისტრესებიან.
ფსორიაზის მაპროვოცირებელ ფაქტორები კი შემდეგია: მძიმე ემოციური ფონი, აღელვება, სტრესი და ნერვიულობა. მას რემისიები და გამწვავებებიც ახასიათებს.
მისი გაჩენის უშუალო მიზეზი დღემდე არ არის ცნობილი. თუმცა მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს როგორც მემკვიდრეობა, ისევე გარეგანი ფაქტორები და სტრესი.
ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოცდილებას ერთ ერთი ერთგული მკითხველი გვიზიარებს:
"ჩემს შვილს ბავშობაშივე დაუდგინდა ფსორიაზი, რომელიც შემდეგ გავიგეთ რომ სამუდამო განკურნებას არ ექვემდებარებოდა. მდგომარეობა საკმაოდ რთულად იყო, თვეები ვებრძოდით და ვმკურნალობდით არასასიამოვნო გამონაყარს, მაგრამ უშედეგოდ. მცირედი შიშის ან აღელვების დროს მუდმივად ახლიდან ეწყებოდა გამონაყარის გამწვავება. .
ამ საშინელ პერიოდში კი მართლაც მშველელად მოგვევლინა ერთი ხნიერი ქალბატონი, რომელმაც ხალხური, ტრადიციული საშუალება მასწავლა და მას შემდეგ ბევრად ეფექტურად და თან ხანმოკლე დროში ვმკურნალობ საკუთარ შვილს"
დაგჭირდებათ:
– 100 გრ. მოცვი, 500 მლ. წყალი
მომზადების წესი:
მოათავსეთ ჭურჭელში მოცვი, დაასხით წყალი და შედგით ნელ ცეცხლზე. 5 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად შეფუთეთ. 5–7 საათის შემდეგ კი გადაწურეთ და ნახარშიც მზადაა. ფსორიაზის გამწვავებისთანავე დაასველეთ ნახარშში დოლბანდი და დაიფინეთ დღეში 2–3 ჯერ. დღეს ჩემი ვაჟი 34 წლისაა, საკმარისია გამონაყარმა თავი იჩინოს, რომ მაშინვე ამ საშუალებას მივმართავთ. მისი წყალობით კანი მალევე უბრუნდება პირვანდელ სახეს.
ჩვენ გთავაზობთ კიდევ რამოდენიმე რეცეპტს:
არყის ხის კვირტების 10–30%–იანი მალამო ძალიან კარგია ეგზემური და ფსორიაზული გამონაყარის ჩასაცხრობად. წაისვით დღეში 2–ჯერ დაზიანებულ ადგილებზე.
ძალიან კარგი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ფარსმანდუკის აბაზანას. ჩაყარეთ ცხელ წყალში და ამ წყლით მიირეთ აბაზანა.
ქრისტესისხლას წვენი სწრაფად აცხრობს გამონაყარს და აშორებს ფუფხებს. წაისვით დღეში რამოდენიმეჯერ დაზიანებულ ადგილებზე.