ბებიების რეცეფტი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

1199

ბებიების რეცეფტი ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ.

ნებისმიერი ზედაპირული ვენა შეიძლება გახდეს ვარიკოზული, მაგრამ უმეტესად ზიანდება ქვემო კიდურების, რადგან დგომისა თუ სიარულის დროს წნევა სწორედ რომ ამ მიდამოში იზრდება.

ადამიანთა უმეტესობისთვის ვარიკოზული და ერთგვარი ობობას მსგავსი (ვენური ობობები) ვენები კოსმეტიკური პრობლემაა, მაგრამ ეს მდგომარეობა შეიძლება ასევე იწვევდეს ტკივილსა და დისკომფორტს, უფრო მეტიც - ჯანმრთელობის სერიოზულ დაავადებებსაც.

სიმპტომები

როგორც წესი, მდგომარეობის დროს ვლინდება შემდეგი ვიზუალური სიმპტომები:

  • მუქი იისფერი ან ლურჯი შეფერილობის ვენები;
  • დაკლაკნილი, ამობურცული ვენები.

ასევე ვლინდება:

  • სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში;
  • ადვილად დაღლა;
  • წვის, პულსაციის, კუნთის კრუნჩხვის შეგრძნება ფეხებში;
  • დიდხანს ჯდომისა თუ დგომის გამო ტკივილის ხარისხის გაძლიერება;
  • ვარიკოზული ვენების გარშემო კანის ფერის შეცვლა და ქავილი.

ვარიკოზული ვენების განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური მიდრეკილება, ჰორმონალური ცვლილებები, არასათანადო ფიზიკური დატვირთვა, ასაკი. როგორც წესი, ვარიკოზი ქალებში უფრო ხშირად ვლინდება. ხშირად ორსულობის დროსაც ჩნდება ვარიკოზული ვენები. ასევე, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია დიდხანს, ერთსა და იმავე პოზიციაში დგომა ან ჯდომა.

აღსანიშნავია, რომ ვარიკოზული ვენების გართულება იშვიათია, მაგრამ თუ მდგომარეობა გართულდა ვლინდება:

  • წყლული;
  • სისხლის კოლტები;
  • სისხლდენა.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ ვარიკოზული ვენების მკურნალობას, მით უკეთესი.

ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს ბუნებრივი საშინაო სამკურნალო საშუალებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დაღლილობის და ფეხების შეშუპებას და შეამცირებს ვარიკოზული ვენების გამოვლინებებს. მისი მოქმედება ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე სააფთიაქო გელები და კრემები.

ინგრედიენტები: 120 გრ სტაფილო; 1/2 ჭიქა ალოე ვერას რბილობი; ვაშლის ძმარი.

მომზადება: გააცალეთ სტაფილოს კანი, გახეხეთ და მოათავსეთ ალოე ვერას რბილობთან ერთად ბლენდერში. გახეხეთ ინგრედიენტები და დაამატეთ ცოტაოდენი ვაშლის ძმარი, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა. შეინახეთ მაცივარში.

წაისვით პროდუქტი ყოველდღიურად ვარიკოზული ვენებით დაზიანებულ ადგილებში. ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით. სუპერ შეგრძნება! ერთი თვის შემდეგ, თქვენ მიაღწევთ თვალსაჩინო ეფექტს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია