სამკურნალო ნარევი 100 დაავადების წინააღმდეგ: თაფლი პროპოლისთან ერთად!

1359

სამკურნალო ნარევი 100 დაავადების წინააღმდეგ: თაფლი პროპოლისთან ერთად!

მოგეხსენებათ თაფლი ბავშვობიდან ნაცნობი საშუალებაა, რომელსაც ნებისმიერი დაავადების დროს აქტიურად ვიყენებთ. როცა ხველა გვაწუხებს ან ყელი გვტკივა სად მივდივართ პირველ რიგში? რა თქმა უნდა, სამზარეულოში 1 კოვზი თაფლისთვის!

იგივე შეგვიძლია ვთქვათ პროპოლისზეც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ იგი თაფლივით ტკბილი არაა, თუმცა სამკურნალო თვისებებით ნამდვილად არ ჩამორჩება მას! საინტერესია რა შედეგს მიიღებთ, თუ თაფლს და პროპოლისს ერთმანეთში შეურევთ?

დღევანდელ სტატიაშ სწორედაც,რომ გვინდა გასწავლოთ, როგორ მოამზადოთ  პროპოლისის და თაფლის ნარევი და როგორ გამოიყენოთ იგი სწორად. მანამდე კი დარწმუნებით გეტყვით, რომ მსგავსი ნარევის მიღება ორმაგად სასარგებლოა, ვიდრე ფუტკრის ნებისმიერი პროდუქტის ცალკე გამოყენება.

რეცეპტი –პროპოლისთან ერთად თაფლი შეგიძლიათ შემდეგი 2 მეთოდით მოამზადოთ:

ნებისმიერ შემთხვევაში, ინგრედიენტები ერთმანეთის მსგავსია: ერთამენთს შეურიეთ 100 გრ თაფლზე 3-10 გრ ფუტკრის წებო ანუ პროპოლისი. რეკომენდებულია, რომ პროპოლისი წინასწარ მსუბუქად გაყინოთ – ასე მარტივად დააქუცმაცებთ. სწორედ ასე უნდა მოიქცეთ, სანამ ნარევის მომზადებას დაიწყებთ.

მეთოდი №1: თაფლს აურიეთ დაქუცმაცებული პროპოლისი. მიღებული ნარევი კი წყლის ორთქლზე 40 გრადუსამდე შეათბეთ. აუცილებელია ყურადღებით იყოთ და ტემპერატურას არ გადააჭარბოთ. რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს და ტოქსიკური ხდება, რაც რაღა თქმა უნდა ჩვენ საერთოდაც არ გვაწყობს. შემდეგ კი ნარევს ფრთხილად მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

მეთოდი №2: პროცესი დაახლოებით იგივეა, ამ შემთხვევაშიც დაქუცმაცებული პროპოლისი წყლის ორთქლზე უნდა გაადნოთ. შემდეგ თანდათან თაფლიც დაუმატეთ. ბოლოს კი ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. რეკომენდებულია, მიღებული მასა მარლაში გაწუროთ, რომ მაქსიმალურად ერთგვაროვანი კონსისტენციის გახდეს. საშუალება მინის ქილის მეშვეობით, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ, სჯობს მაცივარში. გახსოვდეთ, რომ პროპოლისის და თაფლის ნარევის შენახვის მაქსიმალური ვადა 12 თვემდეა.

რაც შეეხება მათ სამკურნალო თვისებებს– რა სამკურნალო უნარით ხასიათდება ეს ნარევი და როდის სჯობს მათი მიღება?

  • კანის დაავადებები (ჭრილობა, წყლული, მოყინვა, დამწვრობა, ეგზემა, ძირმაგარა)
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ჰიპერტონია, შაკიკი, თავის ტკივილი)
  • სასუნთქი სისტემის დაავადებები (ჰაიმორიტი, სინუსების ანთება, ტონზილიტი, ანგინა, ფილტვების ანთება, ბრონქიტი, ასთმა, ტუბერკულოზი)

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (გასტრიტი, კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი), ოფთალმოლოგიური დაავადებები (კონიუნქტივიტი, რქოვანას ანთება)

  • სტომატოლოგიური დაავადებები (სტომატიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ღრძილების ანთება), გინეკოლოგიური დაავადებები (საშოს ანთება, საშვილოსნოს ყელის ეროზია), საშარდე სისტემის დაავადებები (პროსტატიტი, საშარდე გზების და თირკმლების ანთება)

რეკომენდებულია, რომ პროდუქტი რეგულარულად მიიღოთ, რადგან გრიპის და სხვა სეზონური დაავადებისგან თავი უფრო მარტივადაც დაიცვათ. გარდა ამისა, დილით თავს უფრო მხნედ იგრძნობთ, ვიდრე ადრე!

მიღების წესი კი შემდეგნაირია:  მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც შინაგანად მიღებით, ასევე გარეგნულადაც

შინაგანი გამოყენება: ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია 1 ჩ/კ დღეში 2-3-ჯერ. ნარევი სჯობს პირდაპირ არ გადაყლაპოთ, არამედ პირში სრულ გადნობამდე წუწნოთ. 10 წლამდე ბავშვებისთვის ზრდასრული ადამიანის 1/20 დოზა საკმარისია. 10 წელზე უფროსისთვის ზრდასრული ნორმის ნახევარი დასაშვებია. კურსი – 5-30 დღე დაავადების სიმძიმის მიხედვით.

გარეგანი გამოყენება: ნარევი ადუღებულ წყალში 1:3 თანაფარდობით გააზავეთ. გამოიყენეთ, როგორც საფენი (დაზიანებულ ადგილას დაიფინეთ, მარლით შეიფუთეთ), წვეთები (ცხვირში ან თვალში პიპეტით ჩაიწვეთეთ), ინჰალაციისთვის (სამკურნალო ორთქლის სუნთქვა სპეციალური იმპროვიზებული ინჰალატორის გამოყენებითაა შესაძლებელი ).

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია