მინდა გაგაცნოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება! ყველაფერი საკმაოდ მარტივია

741

მინდა გაგაცნოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება! ყველაფერი საკმაოდ მარტივია

მინდა გაგაცნოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება. ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, სასწრაფო დახმარებას დღეში 2-ჯერ ვიძახებდი. მერე ეს წამალი მასწავლეს და ამოვისუნთქე:

5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით, გაწურეთ, სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ. გაითვალისწინეთ, რომ დაფნა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ თუ ცოტა სისუსტეს იგრძნობთ, ტკბილი საკვები მიიღეთ.

ექიმის კომენტარი: დაფნა 8-10 მ სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა. შეიძლება იყოს ხეც და ბუჩქიც. ზოგჯერ ტყეში 18 მ სიმაღლის ხეებიც გვხვდება. ხის ღეროს დიამეტრი 40 სმ-ია, მუქ-ნაცრისფერი ქერქით. ხშირი ვარჯი პირამიდული ფორმისაა. მოკლეყუნწიანი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული, ტყავისებრია, მბრწყინავი, კიდემთლიანი, ბოლოსკენ წაწვეტებული, ფუძისკენ შევიწროებული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან უფრო ღია ფერის. ფოთლებს მძაფრი დამახასიათებელი სუნი აქვს. ნაყოფი მოშავო-ლურჯი, სურნელოვანი, 2 სმ სიგრძის კურკიანაა, კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმისა, მსხვილი კურკით.

ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას, ასევე დაფნის ზეთს.

დაფნის ნაყოფი შეიცავს მოყვითალო ფერის ეთერზეთს (0,8%), ფიტოსტერინს. ეთერზეთის შემადგენლობაში შედის პინენი და ცინეოლი. თესლი შეიცავს 72% ეთერზეთს, ფოთლებში გაცილებით მეტი ეთერზეთია (2-3,5%), იგი შეიცავს თითქმის 50% ცინეოლს და კიდევ 65-მდე კომპონენტს, რომელთა შორის აღმოჩენილია რუტინი.

დაფნის პრეპარატებს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დაფნა კარგი საშუალებაა ზოგადი დამბლის და სახის ნერვის პარეზის, კოლიტის, სახსრების ტკივილის დროს.

დაფნა და დაფნის ზეთი კურნავს თავის და ყურის ტკივილს, სასარგებლოა ღვიძლის ტკივილისას. ხალხურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, ნიკრისის ქარის, სპაზმური ტკივილის და შაქრიანი დიაბეტის დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია