მხოლოდ ეს ერთი პროდუქტი მოგიგვარებთ პირის ღრუს ყველა პრობლემას

2646

მხოლოდ ეს ერთი პროდუქტი მოგიგვარებთ პირის ღრუს ყველა პრობლემას

ლიმონი აქტიურად გამოიყენება დიეტებსა და კულინარიაში. ამის გარდა მას აქვს პირის ღრუს მოვლის შესაძლებლობაც. მიუხედავად იმისა, რომ ლიმონის ჭამა არც ისე სასიამოვნოა, იგი დაგეხმარებათ პირის ღრუს მრავალი პრობლემის მოგვარებაში და სტომატოლოგთან ვიზიტის თავიდან აცილებაში. 

ამ ხილის მჟავა ხელს უწყობს პირის ღრუს ბაქტერიების განადგურებას, რაც ხელს უშლის ინფექციებს და უნარჩუნებს თქვენს პირის ღრუს ჯანმრთელობას. იგი ამცირებს კბილების ყვითელ გაუფერულებას, კბილების ტკივილს, კურნავს ღრძილების სისხლდენას და აშორებს უსიამოვნო სუნს.

ამ სტატიაში თქვენ შეისწავლით თუ როგორ გამოიყენოთ ლიმონი სხვადასხვა სტომატოლოგიური და ღრძილების პრობლემების სამკურნალოდ.

  1. კბილების გათეთრება

ყვითელი კბილების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია ყავა, ჩაი, ღვინო და მოწევა. როგორც უკვე იცით, კბილების გათეთრება შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ.

მაგრამ ორი იაფი ბუნებრივი ინგრედიენტის საშუალებით შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი პასტა, რომელიც კბილებზე ლაქებს მოგაშორებთ და მთლიანად თეთრ ღიმილს მოგანიჭებთ.

ინგრედიენტები:

  • 2-3 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

შეურიეთ ინგრედიენტები, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი პასტა. შემდეგ კბილები ფრთხილად გაიხეხეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. გაიმეორეთ  კვირაში ორჯერ ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.

  1. ცუდი სუნი პირის ღრუში

ლიმონს ასევე შეუძლია დაეხმაროს პირის ღრუს ბაქტერიების განადგურებით, ასევე ხელს უშლის პირის სიმშრალეს, რითაც გამორიცხავს უსიამოვნო სუნს. ეს გამოწვეულია მისი ძლიერი ანტიმიკრობული თვისებებით.

ჭამის შემდეგ გამოივლეთ ჯერ ლიმონის წვენი, შემდეგ სუფთა წყალი, რომ არ მოხდეს კბილის ემალის დაზიანება.

  1. აძლიერებს ღრძილებს

ლიმონი დაგეხმარებათ კბილებისა და ღრძილების გაძლიერებაში. ის შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს , ასევე მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომელიც შეაჩერებს ღრძილებიდან სისხლდენას.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

ერთმანეთში აურიეთ მოცემული ინგრედიენტები.
ჭამის შემდეგ პირში გამოივლეთ ეს ხსნარი. იგი დაგეხმარებათ ღრძილების გაძლიერებაში.

  1. შველის კბილის ტკივილს

კარიესი არის კბილის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. მაგრამ ლიმონში შემავალი C ვიტამინის წყალობით, შეგიძლიათ იმკურნალოთ და გათავისუფლდეთ კბილის ტკივილისგან მხოლოდ ლიმონის წვენის გამოყენებით.

ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 1 ს/კ ლიმონის წვენი. ბამბის დისკი დაასველეთ ამ წვენში და წაისვით დაზიანებულ ადგილას. შემდეგ გამოივლეთ სუფთა წყალი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია