ართრიტის 10 სიმპტომი: როგორ ავიცილოთ თავიდან სახსრების ტკივილი?

1515

ართრიტის 10 სიმპტომი: როგორ ავიცილოთ თავიდან სახსრების ტკივილი?

ართრიტის სიმპტომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იგნორირებული. მისი სიმპტომებისთვის ყურადღების დროულად მიქცევით, ხელს უწყობთ ზუსტი დიაგნოზის ჩამოყალიბებას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას.

გაწუხებთ სახსრების ტკივილი ან სიმტკიცე? იქნებ თქვენ აპირებთ შეამციროთ სიმპტომების სიმძიმე? ამ კუთხით აქაა რამოდენიმე რჩევა თქვენთვის: ნუ უგულებელყოფთ მას! დიდი ყურადღება მიაქციეთ მათ, რადგან შეიძლება გქონდეთ ართრიტი.

ზოგადად რა არის ართრიტი: ართრიტი ესაა დაავადებათა ჯგუფი, რომლის საერთო სიმპტომია სახსრების ანთებითი დაავადება.

ართრიტით დაავადებულ პაციენტებს აღენიშნებათ ტკივილები კიდურების სახსრებში მოძრაობისას, მოქნილობის ან გაფართოების პროცესში და ასევე სიარულის დროს. ართრიტის სიმპტომები არ უნდა იყოს იგნორირებული. ყურადღების მიქცევით, ხელს უწყობთ ზუსტი დიაგნოზის ჩამოყალიბებას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას.

თავდაპირველად, დაავადებამ შეიძლება არ გამოიწვიოს დიდი დისკომფორტი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ართრიტის პირველი ნიშნების დროულად გამოვლენას. რა სიმპტომები უნდა იყოს გამაფრთხილებელი?

ართრიტის სიმპტომები

1. სახსრების ტკივილი ართრიტის მქონე პაციენტებში:

თუ გაქვთ სახსრების ტკივილი, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის თავისებურებებს. ექიმთან ვიზიტისას ის გეკითხებათ, ჩნდება თუ არა ტკივილი მოულოდნელად თუ თანდათანობით და რამდენ ხანს გრძელდება იგი. ექიმი ასევე გკითხავთ, მატულობს თუ არა ტკივილი მოძრაობასთან ერთად, ჩერდება თუ არა დასვენების დროს, რას აკეთებთ სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად. თუ ოდესმე გიფიქრიათ სახსრების ტკივილის გამომწვევ მიზეზზე, პირველი რაც თავში მოგივიდათ ტრავმაა?. თქვენ ასევე უნდა განიხილოთ ართრიტი, როგორც მისი ერთ-ერთი ვარიანტი.

2. სახსრის ირგვლივ ქსოვილების ტკივილი ართრიტის დროს ხშირად ის შერწყმულია სხვა ნიშნებთან:

სახსრის ტკივილი, სახსრის გამონაყარი, სახსრის შეშუპება, ადგილობრივი ცხელება დაავადებული სახსრის ირგვლივ, სიწითლე. ექიმი გკითხავთ, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ტკივილი. თუ ამას ტრავმას არ მიაწერთ, მაშინ მიზეზი შეიძლება იყოს ართრიტი.

3. ართრიტი და სახსრების სიმტკიცე:

სახსრის სიმტკიცე ართრიტის ერთ-ერთი ადრეული გამოვლინებაა. იგრძნობა დისკომფორტი, რომელიც ჩნდება დასვენების (დილით, გაღვიძების ან დიდი ხნის ჯდომის შემდეგ), შეზღუდული მოძრაობის ან სახსრის მუშაობის შეუძლებლობის შემდეგ. ოსტეოართრიტის დროს სახსრის სიმტკიცე გაღვიძების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს 30 წუთამდე. რევმატოიდული ართრიტის ან სისტემური მგლურას ერითემატოზის დროს, სიმტკიცე შეიძლება გაგრძელდეს ერთ საათზე მეტ ხანს (დილის შებოჭილობასთან ერთად). აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაწუხებთ მუდმივი სიმტკიცე.

4. სიწითლე სახსრის ირგვლივ :

სიწითლე ჩვეულებრივ მიუთითებს ანთებაზე. გამოკვლევის შემდეგ ექიმი დანიშნავს ტესტებს (C-რეაქტიული ცილა, ESR, რევმატოიდული ფაქტორი) სახსრის ანთების მიზეზების დასადგენად. მათგან საკმაოდ ბევრი შეიძლება იყოს, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ან ინფექცია. ამ შემთხვევაში მკურნალობა დროულად უნდა დაინიშნოს.

5. ლოკალური ტემპერატურის მომატება:

სახსრებში ტემპერატურის მატება აშკარა ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმში რაღაც არასწორედ მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს მრავალი დაავადების სიმპტომი. სიწითლე და ტემპერატურის ადგილობრივი მატება ჩვეულებრივ ერთდროულად შეინიშნება. ისინი მიუთითებენ ანთებაზე ან ინფექციაზე. შეუძლებელია ამ ნიშანს არ მივცეთ მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სერიოზული გართულებები წარმოიშვას.

ცხელება ართრიტის დროს ართრიტის პირველი გამოვლინება შეიძლება ასოცირებული იყოს ცხელებასთან. ცხელება (სხეულის ტემპერატურის დროებითი მატება 37 გრადუს ცელსიუსზე მეტი) ხდება მაშინ, როდესაც სხეულის ტემპერატურა იმატებს ინფექციასთან საბრძოლველად ან ართრიტის გარკვეული ფორმების საპასუხოდ. თუ ცხელება შერწყმულია სახსრების სიმტკიცესთან ან ტკივილთან, მაშინ ეს მდგომარეობა მიუთითებს ართრიტის დამახასიათებელ კლინიკურ სურათზე.

7. ართრიტთან დაკავშირებული ზოგადი სისუსტე:

სისუსტე ვლინდება ჯანმრთელობის გაუარესების, სისუსტის, ზოგადი დისკომფორტის სახით. უნდა ითქვას, რომ ეს მდგომარეობა მრავალი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, ეს სიმპტომი უნდა განიხილებოდეს სხვა სიმპტომებთან ერთად.

8. ართრიტის გამო ქრონიკული დაღლილობა:

ჩვენ ყველანი ვიღლებით დროდადრო, მაგრამ ართრიტის გამო ქრონიკული დაღლილობა 8-საათიანი ძილის შემდეგაც იგრძნობა. ეს შეიძლება მოხდეს ანთების და სახსრების სიმპტომების ერთდროული გამოვლინების შედეგად. ესაა ართრიტის ერთ-ერთი ადრეული ნიშანი, რომელიც არ უნდა იყოს იგნორირებული.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია