ტრადიციულ მედიცინაში არითმიის სამკურნალოდ მცენარეების შეგროვება ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ! არანაირი მედიკამენტები

744

ტრადიციულ მედიცინაში არითმიის სამკურნალოდ მცენარეების შეგროვება ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ! არანაირი მედიკამენტები

დაგჭირდებათ გამხმარი ან ნედლი სახით კუნელი, ვალერიანა და გვირილა, 1:1 თანაფარდობით - დაასხით მათ500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, მიიღეთ 100 მლ გაფილტრული ხსნარი დღეში 3-4-ჯერ. გამოიყენეთ ეს საშუალება არითმიის სამკურნალოდ.

ასევე მკურნალობისთვის გამოგადგებათ:

ვალერიანი, პიტნა, როზმარინი, სვია - თითო მხოლოდ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, აურიეთ ერთმანეთს, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში, ბოლოს გადაწურეთ, მიიღეთ 50 მლ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. გამოიყენეთ ეს საშუალება არითმიის სამკურნალოდ.

შავი ბოლოკი:

დალიეთ ბოლოკის ახალი წვენი 1 ს.კ. 2-3-ჯერ დღეში, ან ახალი წვენი შერეული თაფლთან 1:1 თანაფარდობით, ასევე 1 ს.კ. ოდენობით 2-3-ჯერ დღეში.

ტრადიციული მედიცინა ასევე გვირჩევს კალენდულას არითმიების სამკურნალოდ:

კალენდულა (ყვავილები) - 2 ჩაის კოვზი, მოხარშეთ 2 ჭიქა მდუღარე წყალში, გააჩერეთ ერთი საათი. ბოლოს კი დალიეთ ეს ნაყენი 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

შესანიშნავი ხალხური საშუალება არითმიის სამკურნალოდ ასევე არის აბაზანა ვალერიანით:

შესანიშნავი ხალხური საშუალება არითმიის სამკურნალოდ არის აბაზანა ვალერიანთან ერთად. სრული აბაზანისთვის საჭიროა 200-300 მლ ვალერიანის ფესვის დეკორექცია.

არითმიის მკურნალობა დადასტურებული ხალხური მეთოდით - ასკილის და კუნელის ინფუზია:

ეს ხალხური მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ. მოათავსეთ თერმოსში 2 ს.კ. სუფრის კოვზი კენკრა, შემდეგ დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 12 საათი, შემდეგ კი დაუმატეთ ამდენივე კუნელი. დაიწყეთ ინფუზიის დალევა დილით, მაგრამ ისე, რომ ის გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ყოველდღიურად მოამზადეთ ახალი ინფუზია. თუ კენკრა გამხმარია შეგიძლიათ აადუღოთ 5-10 წუთის განმავლობაში და შემდგომ მოათვასოთ თერმოსში.

ეს საშუალება უნდა დალიოთ 3 თვე, რის შემდეგაც ერთი თვე უნდა დაისვენოთ. და ასე - მთელი წლის განმავლობაში. თუ გულძმარვა დაგეწყებათ, დალიეთ ასკილის ნაყენი ჭამის შემდეგ. ხოლო თუ ასკილი არ მოგეპოვებათ, დალიეთ კუნელის ნაყენი ვალერიანთან ერთად.

ნიგოზის ტიხრები მკურნალობენ არითმიას - ტრადიციული მედიცინის კიდევ ერთი აღმოჩენა:

ტიხრები მოათავსეთ ბოთლში, ავსეთ მესამედი, შემდგომ დაასხით ჩვეულებრივი არაყი ზემოდან ისე რომ ბოთლი მთლიანად შეივსოს. ორი კვირის შემდეგ სამკურნალო სითხეც მზადაა. მიიღეთ ნაყენი დღეში ერთხელ, 30-40 წვეთი 1/2 ჭიქა წყალში. გამოიყენეთ არითმიის სამკურნალოდ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია