კოჭას ნაყენი კარგად მოქმედებს სისხლძარღვებზე და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას!

399

კოჭას ნაყენი კარგად მოქმედებს სისხლძარღვებზე და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას!

კოჭა ჯანმრთელობის სამსახურში

ალბათ ყველა დიასახლისი იცნობს მცენარე კოჭას (მას ჯანჯაფილსაც უწოდებენ), რომელსაც სანელებლად იყენებენ. ბევრი რამ მსმენია ამ მცენარეზე. კოჭას ჩაი ათბობს მთელ ორგანიზმს, მისი ზემოქმედებით სისხლძარღვებში თითქოს სისხლი სწრაფად იწყებს მოძრაობას. მინდა გასწავლოთ კოჭას ნაყენის მომზადება, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ: 400 გ კოჭას გასუფთავებული ფესვები გახეხეთ, ჩაყარეთ მინის ნახევარლიტრიან ბოთლში და დაასხით სპირტი ან არაყი. დადგით თბილ ადგილას ორი კვირის განმავლობაში, დრო და დრო შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ (შეძლებისდაგვარად გამოწურეთ კოჭა) და ნაყენი კვლავ დადგით 1-2 დღე.

მიიღეთ თითო ჩ/კ 2-ჯერ დღეში, შეგიძლიათ მიაყოლოთ ცოტა წყალი. კოჭას ნაყენი კარგად მოქმედებს სისხლძარღვებზე და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. თუ ხშირად გეყინებათ ხელ-ფეხი (სითბოშიც კი), აუცილებლად მიიღეთ კოჭას ნაყენი. ეს ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინვის, კიდურების მოყინვის, შემცივნების (რომელიც არ არის დაკავშირებული სიცხის მატებასთან) დროს.

კოჭა კარგი საშუალებაა ასთმის სამკურნალოდაც — იგი ხსნის შეტევას, სწრაფად გამოყავს ავადმყოფი მდგომარეობიდან. თუ ნაყენს განაზავებთ, შეგიძლიათ, გამოივლოთ ყელში ანგინის დროს. კოჭას ნაყენს, ისევე, როგორც კოჭას ჩაის, მოჰყავს მადა, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ზამთარში ადამიანი ბევრს ჭამს და საჭმელი დიდხანს რჩება კუჭ-ნაწლავში. ამიტომ პერიოდულად უნდა მივეხმაროთ კუჭსა და ნაწლავებს საკვების „დაწვაში“. სწორედ ამ საქმეს აკეთებს კოჭა და კარგი იქნება, თუ ზამთრის პერიოდში მას ხანდახან მაინც მივიღებთ ხოლმე. კოჭას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს: ხსნის დაძაბულობას, ამშვიდებს. ამგვარად, ერთი მცენარის ნაყენის მიღებით მრავალგვარი მოქმედების წამალს ვიღებთ. ზაფხულში, სიცხეში, კოჭას მიღება არ შეიძლება.

ექიმის კომენტარი: კოჭა (ჯანჯაფილი, ზანჯაბილი) მრავალწლიანი მცენარეა. მის მოშენებას მისდევენ ავსტრალიასა და იაპონიაში, თუმცა ჩვენშიც ხარობს. ახასიათებს დამუხვლილი ფესურა, საიდანაც ცალკეული ყლორტი ვითარდება. ყლორტებზე აქვს ლანცეტისებური ფოთლები და იისფერი ყვავილების თავთავისებური ყვავილედები. ძველ ქართულ კარაბადინებში იხმარებოდა ზანჯაბილის ფესვი კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ, მაგრამ ამ მცენარეს ძირითადად სანელებლად იყენებდნენ. ფარმაკოპეაში კოჭა შეტანილი არ არის.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია