ქრონიკული ბრონქიტი, მისი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები, უნდა შეგვეძლოს მისი ამოცნობა. .!

1046

ქრონიკული ბრონქიტი, მისი სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები, უნდა შეგვეძლოს მისი ამოცნობა. .!
შე­მოდ­გო­მა­სა და ზამ­თარ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინფექციების და­ა­ვა­დე­ბის რის­კი. გრიპ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, გაციებაც კი ხში­რად ხვე­ლას ხან­გრძლი­ვად გვი­ტო­ვებს.

რა არის ქრონიკული ბრონქიტი?

ქრონიკული ბრონქიტის მთავარი მიზეზი თამბაქოს მოწევაა. შესუნთქული თამბაქოს კვამლი აღიზიანებს სასუნთქ გზებს და მათში ხდება ლორწოს გამოყოფა. ადამიანებს, რომლებიც სხვა გამღიზიანებლების, როგორიცაა მტვერი, ქიმიური აირები, ზემოქმედებას ხანგრძლივად განიცდიან, ასევე ქრონიკული ბრონქიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

ქრონიკული ბრონქიტი ხანგრძლივი მდგომარეობაა. ამ დაავადების დროს ბრონქიოლების შიგნითა შრეში მუდმივიად მიმდინარეობს გაღიზიანება და ანთება. ეს იწვევს ლორწოს გამოყოფას. ლორწო ამცირებს სასუნთქი გზების სანათურს, რაც იწვევს მათში ჰაერის მოძრაობის გაძნელებას.

ხველა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება და თითქმის ყოველთვის ახლავს ნახველი. პაციენტს ასევე შეიძლება ჰქონდეს სუნთქვის გაძნელება და გულ-მკერდის შებოჭვის შეგრძნება.

- ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა?

- ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ხვე­ლას არ შვე­ლის. მათ მა­შინ უნიშ­ნა­ვენ, რო­დე­საც:

ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ცხე­ლე­ბა გრძელ­დე­ბა ორ კვი­რა­ზე მეტ­ხანს; ანახ­ვე­ლი ჩირ­ქო­ვა­ნია;

- მაშინ, როდესაც ეჭვი აქვთ მი­კოპ­ლაზ­მურ, ქლა­მი­დი­ურ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე ან ყი­ვა­ნახ­ვე­ლა­ზე;

- და მაშინ როდესაც ბრონ­ქი­ტის სიმპტო­მებ­თან ერ­თად აღი­ნიშ­ნე­ბა სი­ნუ­სი­ტი ან ოტი­ტი;

და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ პა­თო­ლო­გი­ე­ბის ფონ­ზე, რომ­ლე­ბიც ზრდის პნევ­მო­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს.

- მაშ რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბის წესი?

- მშვი­დი, კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის და ან­ტი­პი­რე­ტი­უ­ლი (სი­ცხის დამ­წე­ვი) სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­აღ­წევს 38,5 გრა­დუსს, ნახ­ვე­ლის გა­მა­თხი­ე­რებ­ლე­ბის (მუ­კო­ლი­ზუ­რი) მი­ღე­ბა.

ხვე­ლის დათ­რგუნ­ვა გან­კურ­ნე­ბას არ აჩ­ქა­რებს, ხან­გრძლი­ვო­ბას არ ამ­ცი­რებს, პი­რი­ქით - ნახ­ვე­ლის ამო­ღე­ბის შე­ფერ­ხე­ბამ, შე­საძ­ლოა, ხელი შე­უ­წყოს შე­გუ­ბე­ბას და მე­ო­რა­დი გარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. სწრა­ფი გან­კურ­ნე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­თო­გე­ნე­ზის ძი­რი­თად რგოლ­ზე მოქ­მე­დე­ბა, ანუ ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის ლიკ­ვი­და­ცია.

ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით უნდა და­ი­ნიშ­ნოს პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ან­თე­ბას ჩააქრობს. გარ­და ამი­სა, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ პა­ცი­ენტს მი­ვაშ­ვე­ლებთ ვი­ტა­მი­ნებს - ეს ხელს შე­უ­წყობს იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ძლი­ე­რი ორგანიზმი ად­ვი­ლად უმკლავ­დე­ბა რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ებს.

ბრონქიტის სამკურნალო ხალხური საშუალებები:

სველი ხველის დროს ეფექტურია ასეთი სასმელი: 3/4 ჭიქა ცხელ რძეს დაუმატეთ 1/4 ჭიქა ბორჯომი და პატარ-პატარა ყლუპებით დალიეთ.

ამ დროს ასევე კარგია ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეებიც: ვირისტერფა, მრავალძარღვა, გვირილა, წიწინაურის (ქაცბალახა) ფესვები, ტუხტის ფესვები, კამა.

ასევე ჩვენი რჩევა იქნება, რომ ბრონქიტისა და ფილტვების ანთების დროს რაციონი გაამდიდრეთ რძის ნაწარმით - მათში ბევრია კალციუმი, რომელიც ძალიან უხდება სასუნთქი გზების ანთებას და ადვილად ასათვისებელი სპეციფიკური ცხიმი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია