ხშირად მემართება ისე რომ ყელში ფხაჭნის შეგრძნება მიჩნდება, რაღაც ნადებს ვგრძნობ და ხმაც მეხლიჩება, სწორედ ამ დროს კი ამ საშუალებას მივმართავ მე. .

433

ხშირად მემართება ისე რომ ყელში ფხაჭნის შეგრძნება მიჩნდება, რაღაც ნადებს ვგრძნობ და ხმაც მეხლიჩება, სწორედ ამ დროს კი ამ საშუალებას მივმართავ მე. .

ჯანმრთელი ადამიანი ვარ, მაგრამ საკმარისი იყო ნიავს დაებერა ან ამინდი მკვეთრად შეცვლილიყო, მაშინვე ყელში ფხაჭნის შეგრძნება მიჩნდებოდა, რაღაც ნადებს ვგრძნობდი და ხმა მეხლიჩებოდა. ყოველ გაციებაზე ექიმის გამოწერილი წამლები რომ მეყლაპა, ნამდვილად მომეწამლებოდა ორგანიზმი. ამიტომ ვცდილობდი, მცენარეული საშუალებებით მეშველა თავისთვის.

ერთმა ნაცნობმა მირჩია ქაცვის ზეთის გამოყენება. მკურნალობის პირველ დღეებშივე მივხვდი, რომ ქაცვის ზეთის ვეძებდი. ის იყო, რასაც მკურნალობა ორ ძირითად პროცედურას მოიცავდა:

1. ყოველ საღამოს ვიკეთებდი ქაცვის ზეთის ინჰალაციას. მცირე რაოდენობით ქაცვის ზეთს ვასხამდი ერთ ჭიქა წყალში. შემდეგ ამ წყალს პატარა ჯამით ვდგამდი დაბალ ცეცხლზე და მიმყავდა ადუღებამდე. გადმოვდგამდი ცეცხლიდან და 15 წუთის განმავლობაში ვსუნთქავდი ქაცვისზეთიან ორთქლს.

2. ყელში ვისვამდი ქაცვის ზეთს. ამისთვის დაგჭირდებათ სამედიცინო მომჭერი და ბამბის ტამპონი, რომელიც კარგად უნდა დაასველოთ ქაცვის ზეთში. პროცედურა ძალიან ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რომ ყელის ქსოვილები არ დაიზიანოთ. ამ მკურნალობამ მალე გამომაჯანმრთელა. ახლა იშვიათად ვხდები ავად.

ექიმის კომენტარი: ქაცვი სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენება. სამკურნალო თვისებები აქვს მცენარის ნაყოფს, ფოთლებს და თესლს. ნაყოფი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და დიდი რაოდენობით C ვიტამინს. საგულისხმოა ის, რომ C ვიტამინი ნაყოფში კარგად ინახება მისი გადამუშავების შემდეგაც კი. გარდა ამისა, ქაცვის ნაყოფი შეიცავს ვაშლის მჟავას, კაროტინს, მიკროელემენტებს, რკინას და სხვა ნივთიერებებს.

ავიტამინოზის სამკურნალოდ იყენებენ ქაცვის წვენს. ქაცვის ფოთლების საფენები კურნავს რევმატიზმს. განსაკუთრებით ღირებულია ქაცვის ზეთი, რომლის შემცველობა ნაყოფში 8-9%-ია. ქაცვის ზეთს მეცნიერულად მედიცინაშიც იყენებენ დამწვრობების, წყლულების, ათეროსკლეროზის, გასტრიტების, დიაბეტის, ანემიის, ჰიპერტონიის სამკურნალოდ. გარეგანი პათოლოგიის დროს კანის დაზიანებულ უბანს ასუფთავებენ და აწვეთებენ ქაცვის ზეთს. შემდეგ სუფთა სახვევით უხვევენ. სახვევს ყოველ მეორე დღეს უცვლიან. კუჭის წყლულის სამკურნალოდ კი ქაცვის ზეთს სვამენ — თითო ჩ/კ-ს 2-3-ჯერ დღეში. ანემიისა და ორგანიზმის გამოფიტვისას დიეტოლოგები ავადმყოფს მენიუში ქაცვის ნაყოფის ჩართვას ურჩევენ.

კარგია ქაცვის ფოთლებისა და ნორჩი ტოტების ჩაი. პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებებისას (სტომატიტი, პერიოდონტიტი, გლოსიტი) ქაცვის ფოთლების ნაყენს უნიშნავენ სავლებად. ნაყენის მოსამზადებლად 1 ს/კ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ქაცვის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიაშიც საშვილოსნოს ლორწოვანის დაზიანების (ეროზია, პოლპიტი) დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია