მანდარინის სამკურნალო თვისებები. ყველასათვის საყვარელ ციტრუსს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია

1379

მანდარინის სამკურნალო თვისებები. ყველასათვის საყვარელ ციტრუსს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია

მანდარინი არა მარტო გემრიელი ციტრუსია, არამედ ძალიან სასარგებლოც და არაერთი დაავადების დაძლევაში დაგეხმარებათ. ის, ასევე, კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.

მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის.

მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, ის ზრდის მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებაც.
მანდარინი ორგანიზმს წმენდს ლორწოსგან.

თუ ბავშვს ხველა აწუხებს, შეგიძლიათ, დილით ერთი ჭიქა მანდარინის წვენი დაალევინოთ.
ბრონქიტისა და ტრაქეიტის დროს კი მანდარინის ქერქის ნახარში მიეცით. მისი წვენი ორგანიზმიდან ჭიების გამოდევნაშიც დაგეხმარებათ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ ბავშვი ალერგიულია, მაშინ ჯობს, მანდარინს მოარიდოთ.

მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ეს ციტრუსი ძალიან დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების დროს, რომელიც მადის დაქვეითებით მიმდინარეობს, რადგან როგორც უკვე ვთქვით, მადას ზრდის.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მანდარინს ხშირად მიირთმევენ, უფრო მეტად დაცულები არიან კიბოსგან. ის კარგი საპრევენციო საშუალებაა. მანდარინში არსებული ნივთიერება კაროტინი ამცირებს შაქრის დაავადებების წარმოქმნის რისკს.

თუ ფორთოხლის მონელება გიჭირთ, გაითვალისწინეთ, რომ მანდარინის მონელება გაცილებით მარტივიაა. მანდარინი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ეფექტურია, როგორც წნევის დამწევი საშუალება, ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას. თუ უძილობა გაწუხებთ, ვახშმობის შემდეგ მიიღეთ ორი ცალი მანდარინი და ის ჩაძინებაში დაგეხმარებათ.

მანდარინი ხველის დროს: სამ სუფრის კოვზ მანდარინის გამხმარ ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ორი საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დაამატეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი. მიიღეთ შემთბარი, მეოთხედი ჭიქის ოდენობით ოთხჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

მანდარინის ახლად გამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს. მაგალითად, როგორიცაა ტრიქოფიტია და მიკროსპორია. ამიტომ არ დაიზაროთ მანდარინის წვენის დამზადება. სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ დაზიანებულ ადგილზე მანდარინის ნაყოფისა და კანის წვენი შეიზილეთ.

მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. სამი ცალი მანდარინის ქერქი მოვხარშოთ ერთ ლიტრ წყალში, შემდეგ გავწუროთ დოლბანდში, შევინახოთ მაცივარში და მივიღოთ ყოველდღიურად.
თუ უძილობა გაწუხებთ, ორი სადილის კოვზ მანდარინის კანს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, აცადეთ შეგრილება და დალიეთ.

მანდარინი სასარგებლოა მასტიტის სამკურნალოდაც. ამისთვის აიღეთ, ასი გრამი მანდარინის დაქუცმაცებული, გამომშრალი კანი, დაამატეთ ოცი გრამი ძირტკბილას ფესვი და მოათავსეთ მინანქრის ჭურჭელში. დაასხით ორი ჭიქა წყალი და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღში სამჯერ თანაბარი რაოდენობით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია