როგორ ვუმკურნალოთ ჭრილობებს ისე, რომ შემდგომ ნაწიბურები არ დაგვრჩეს კანზე! ბებიის უკვდავი მეთოდები

658

როგორ ვუმკურნალოთ ჭრილობებს ისე, რომ შემდგომ ნაწიბურები არ დაგვრჩეს კანზე! ბებიის უკვდავი მეთოდები

ნებისმიერ ასაკში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს კანზე სულ მცირე ზომის ჭრილობაც კი, რომელმაც სათანადო მოვლის გარეშე შესაძლოა კანზე დაგვიტოვოს ერთგვარი ნაწიბური, ასევე როგორც მას უწოდებენ შრამი

ეს საკმაოდ ბუნებრივი პროცესია, თუმცა მისი თავიდან აცილებაც საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. რატომაც არა, უბრალოდ შემდეგი რეკომენდაციების დაცვა მოგიწევთ!

თავდაპირველად ნებისმიერი სახის დაზიანების შემდგომ  ჭილობა აუცილებლად უნდა დამუშავდეს და გაიწმინოს!

ამისთვის კი თბილი წყალი ან ქლორპექსიდინის ხსნარი გამოიყენეთ. ხოლო უშუალოდ ჭრილობაზე მარლა დაიდეთ რომ სისხლდენა შეაჩეროთ. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჭრილობის გასაწმენდად წყალბადის ზეჟანგის გამოყენება არ ღირს, ხოლო ბრილიანტის მწვანე მხოლოდ ჭრილობის კუთხეებზე წაუსვით და არა თავად ჭრილობაზე.

მშრალი სახვევის გამოყენება:

ჭრილობაზე ისეთი სახვევი უნდა დაიდოთ, რომ ის მთლიანად დაიფაროს და დაიცვათ ინფექციის შეჭრისგან, ასევე მშრალი სახვევი ყოველ დღე უნდა გამოიცვალოთ და ახალი დაიდოთ

ყურადღება მიაქციეთ ინფექციის განვითარების საშიშროებას:

თუ ჭრილობის ადგილზე შენიშნავთ შეშპებას, სიწითლეს, აჩქარებულ პულსაციას და უარეს შემთვევაში ჩირქს ეს რაღა თქმა უნდა მიანიშნებს, ჭრილობის დაინფიცირებაზე რა დროსაც სასურველია

ხოლო რაც შეეხება ნაწიბურების თავიდან ასაცილებლად შემდეგი ზომები უნდა მიიღეთ:

  • მცირე ჭრილობაზე ვაზელინი წაუსვით ან ჰიდროგელის ფირფიტა გამოიყენეთ. ასევე შეგიძლიათ სილიკონის გელში გაჟღენთილი ბინტით სახვევი გაიკეთოთ.
  • ამ დროს მოძრაობის შეზღუდვა აუცილებელია, რომ ჭრილობის ირგვლივ კანი არ დაიჭიმოს. ჭრილობის და მის ირგვლივ კანი მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცავით. ზაფხულის პერიოდში ჭრილობის შეხორცების შემდეგ სხეულის შიშველ ნაწილზე მზისგან დამცავი კრემი წაისვით.
  • ნაწიბურების გარეშე ჭრილობის შესახორცებლად C ვიტამინი, თუთია, ცილები უნდა მიიღოთ. C ვიტამინის წყარო შეიძლება იყოს შემდეგი პროდუქტები: ფორთოხალი, ბროკოლი, პომიდორი, გრეიფრუტი, მანდარინი და ლიმონი. შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ მალამო, რომლეიც 5-10% C ვიტამინს შეიცავს. თუთიას შეიცავს რძე, კვერცხი, ნუში და თესლი. ცილების წყაროა კვერცხი, ზღვის პროდუქტები და ინდაურის ხორცი.

ასევე რეკომენდებულია ანტიბაქტერიული, ჭრილობის შემახორცებელი საშუალების სახით კრემი „არგოსულფანი“. კრემი სულთათიაზოლის ვერცხლის მარილს შეიცავს. მას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, მათ შორისაა წვრილი საყოფაცხოვრებო დაზიანება, დამწვრობა, ჩირქოვანი ჭრილობა.

კრემი უხეში ნაწიბურების წარმოქმნის გარეშე ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს

თუმცა რეკომენდაცია იქნება, რომ გამოყენებამდე ინსტრუქცია აუცილებლად წაიკითხოთ ან სპეციალისტს კონსულტანციისთვის მიმართოთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია