მეხსიერების გაუმჯობესება გსურთ? გაეცანით რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ამ კუთხით. .” პირადად მე ამ რეცეპტების გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ყოველდღიურობა”

1914

მეხსიერების გაუმჯობესება გსურთ? გაეცანით რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ამ კუთხით. ." პირადად მე ამ რეცეპტების გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ყოველდღიურობა"

ყურადღება მიაქციეთ კვებას — მეხსიერებისა და, საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას ამინმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას. რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა მეხსიერების გასაუმჯობესებლად: ბებიაჩემი ყოველწლიურად სვამდა ნივრის სპირტიან ნაყენს. როგორც ამბობდა, ეს ნაყენი უებარია მეხსიერებისათვის. იგი 95 წლის გარდაიცვალა და მართლაც შესაშური მეხსიერება ჰქონდა. მას არასოდეს ჰქონია წნევა.

აი, ეს რეცეპტიც: 40 გრამ ნიორს დაასხით 100 გ სპირტი. მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში. დაუმატეთ პიტნის წვეთები (გემოსათვის). მიიღეთ 10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.ექიმის კომენტარი: ნივრის სპირტიანი ნაყენი სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ რეცეპტთა შორის არაერთგზის გვხვდება, როგორც ათეროსკლეროზული პროცესის ეფექტური დამამუხრუჭებელი საშუალება. ათეროსკლეროზი კი არის ტვინის სკლეროზული გადაგვარების საფუძველი, აგრეთვე, ჰიპერტონიული დაავადების (წნევის) პათოგენეზური მექანიზმი. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ნაყენი ზოგჯერ აღიზიანებს კუჭს და თუ კუჭ-ნაწლავის დაავადება გაწუხებთ, ფრთხილად უნდა მიიღოთ.

აქვე გთავაზობთ სკლეროზის სამკურნალო ხალხურ რეცეპტს: პლასტმასის სახეხზე გახეხეთ იმდენი ხახვი, რომ ერთი ჭიქა წვენი გამოწუროთ. დაუმატეთ ნატურალური თაფლი, სასიამოვნო გემო რომ ჰქონდეს და მიიღეთ თითო კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ორი თვეა. შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

მეხსიერება საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ და მომავალშიც თავს დაიცავთ სკლეროზისაგან.

ექიმის კომენტარი: ხახვი და თაფლი არაერთხელ მოხვდა „კარაბადინის“ რეცეპტებში. ამ ორ, მართლაც გასაოცარი თვისებების მქონე პროდუქტს მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი ახასიათებს. მათი კომბინირებული ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების კედლებზე. სისხლძარღვთა სიჯანსაღე კი ორგანიზმის დაბერების და სკლეროზული პროცესების განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია