ჟოლოს ფოთლებს ქილაში ვინახავ, რომ ზამთარში სასარგებლო ნაყენი დავლიო! თქვენც გირჩევთ იგივეს გაკეთებას

3248

ჟოლოს ფოთლებს ქილაში ვინახავ, რომ ზამთარში სასარგებლო ნაყენი დავლიო! თქვენც გირჩევთ იგივეს გაკეთებას

როგორც კი ოჯახის რომელიმე წევრი ავად ხდება, აფთიაქში მედიკამენტის ყიდვის ნაცვლად ბალახებით მკურნალობას უპირატესობას ვანიჭებთ. ამისათვის კი გაზაფხულსა და ზაფხულზე სამკურნალო მცენარეებს ვინახავთ, ხოლო ზამთარში არომატულ და სასარგებლო ჩაებს, ასევე ნაყენებს ვსვამთ. მაგალითად ჟოლოს ფოთლები სურდოს და მაღალი ტემპერატურის დროს ძალიან მეხმარება. მისი ნაყენი კარგად ამოხველებას ხელს უწყობს და ანთებას აქრობს. დღევანდელ სტატიაში უფრო დეტალურად გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სამკურნალო სასმელი!

ჟოლოს ფოთლები: ნაყენის სამკურნალო თვისებები და საიდუმლოებები

ჟოლოს ფოთლებში გვხვდება ისეთი სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა:

  • ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები
  • ორგანული მჟავები, მინერალური მარილები
  • შემკვრელი ნივთიერებები და ტანინები, სალიცილატები, მოქმედებს როგორც ასპირინი

ამის შემდგო  ვფიქრობ უფრო უკეთ იქნება გასაგები, რატომაა ასეთი სასარგებლო ჟოლოს ფოთლები. ჟოლოში შემავალი ფლავონოიდები სისხლდენას აფერხებს. ფოთლები სასარგებლოა ბუასილის, კუჭის და საშვილოსნოს სისხლდენის, კოლიტის და ენტეროკოლიტის დროს. ამ ნივთიერებას ორგანიზმიდან ტოქსინები და წიდები კარგად გამოაქვს. ასევე ჟოლოს ფოთლები იდეალური ვარიანტია ორგანიზმის დამცავი თვისებების გასაძლიერებლად. უბრალოდ გაახმეთ და ჩაის ნაცვლად მოადუღეთ. თუ სტომატიტი გაქვთ, ნახარში სავლებად გამოიყენეთ. კოსმეტიკური და დერმატოლოგიური პრობლემების გაქრობაში დაგეხმარებათ ნახარში, მალამო და ნიღაბი, რომლებიც დაქუცმაცებული ფოთლების ფაფისგან მზადდება.

როგორ მოვამზადოთ – ფოთლების შესაგროვებლად გაზაფხულის ბოლო, ზაფხულის დასაწყისი (მაისი, ივნისი) საუკეთესო დროა. ამ პერიოდში ფოთლებში ბევრი სამკურნალო თვისება გროვდება. თუ თქვენს მხარეში ტყის ჟოლო იზრდება, ფოთლები ამ ბუჩქებიდან დაკრიფეთ. თუ სახლის ჟოლოს იყენებთ, გირჩევთ, რომ ქიმიკატებით არ დაამუშავოთ, რომ ფოთლები ეკოლოგიურად სუფთა იყოს.

რაც შეეხება დღის მონაკვეთს, დილა საუკეთესო დროა, რომ ფოთლები შეაგროვოთ. დაელოდეთ, რომ ნამი მთლიანად აორთქლდეს. ფოთლების ნაწილი ტოტებზე დატოვეთ, რადგან ნაყოფი სასარგებლო ნივთიერებებს მათგან იღებს. შეგროვებული ფოთლები გაახმეთ. შემდგომ უკვე გამხმარი ფოთლები დაფქვით, ნაჭრის ტომარაში ან ყუთში შეინახეთ.

ჟოლოს ფოთლების ნაყენი – ნაყენის მოსამზადებლად 40 გრადუსიანი არაყი დაგჭირდებათ. 5 ს/კ ხმელ ფოთლებს 100 მლ არაყი დაასხით. 2-3 კვირა გააჩერეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ. ვადის გასვლის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ. ასეთი სამკურნალო სასმელი ჩაის კოვზობით უნდა მიიღოთ. ის იმუნურ სისტემას აძლიერებს, ასევე საერთო გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. თუ კოღომ ან სხვა მწერმა გიკბინათ, ნაკბენზე ნაყენი წაისვით. ასე შეშუპებას და ქავილს შეამცირებთ.

მოამზადეთ სამკურნალო სასმელი მცენარისგან, რომელიც თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია და იგრძნობთ, რა სარგებელს მოგიტანთ ჟოლოს ნაყენი თქვენ და თქვენს ოჯახს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია