გაწუხებთ მუდმივი თავბრუსხვევა და ვერ შველით ამ პრობლემას? გასწავლით მარტივ საშუალებას, რომელიც ამ პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ!

1467

გაწუხებთ მუდმივი თავბრუსხვევა და ვერ შველით ამ პრობლემას? გასწავლით მარტივ საშუალებას, რომელიც ამ პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ!

თავბრუსხვევა ესაა ისეთი მდგომარეობა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შესაძლოა ურთულებდეს ყოველდღიურობას, პრობლემა კი განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის ადამიანებში უფრო მძაფრდება რაც ოსტეოქონდროზთანაა დაკავშირეული. უმეტესწილად, ეს ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზს უკავშირდება.

სწორედ ამ შემთხვევაში სპეციალური ვარჯიშების შესრულება მოგგვრით შვებას. მათი დახმარებით თავბრუსხვევის მოშორებას შეძლებთ. ვარჯიშები ხერხემალის კისრის ნაწილში კუნთოვან ჩარჩოს აძლიერებს და თავბრუსხვევის გამომწვევ „მოჭერას“ აფერხებს.

ვარჯიშების ნაკრები ხერხემლის კისრის ნაწილისთვის

ნელა, ძალდატანების გარეშე კისერი ზემოთ გაწელეთ (თავის უკან გადაწევა საჭირო არაა, წინ გაიხედეთ). ამ პოზაში კისერი რამდენიმე წამით გააჩერეთ, შემდეგ მოდუნდით. 10-ჯერ გაიმეორეთ.

ნელა, ძალდატანებით თავი მარცხნივ მოატრიალეთ, სადამდეც შეძლებთ. ამ პოზაში რამდენიმე წამით გაჩერდით, შემდეგ კუნთები მოადუნეთ და საწყის პოზას დაუბრუნდით. 10-ჯერ გაიმეორეთ.

ნელა, ძალდატანებით თავი მარჯვნივ მოატრიალეთ, სადამდეც შეძლებთ. ამ პოზაში რამდენიმე წამით გაჩერდით. ახლა კუნთები მოადუნეთ და საწყის პოზას დაუბრუნდით. 10-ჯერ გაიმეორეთ.

კვლავ ნელა, ძალდატანებით თავი ქვემოთ დახარეთ, ნიკაპით მკერდს შეეხეთ. ამ პოზაში კუნთების დაჭიმულობა რამდენიმე წამით გააჩერეთ, შემდეგ კუნთები მოადუნეთ და თავი აწიეთ. 10-ჯერ გაიმეორეთ.

ნელა, ძალდატანებით თავი უკან გადახარეთ, სადამდეც შეძლებთ. ამ პოზაში კუნთები დაჭიმეთ და რამდენიმე წამით გაჩერდით. შემდეგ კუნთები მოადუნეთ და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. 10–ჯერ გაიმეორეთ.

ცხვირით დაწერეთ ციფრები 1–დან 10–მდე, 10–დან 15-მდე.

თავდაპირველად, თითოეული ვარჯიში 3-4-ჯერ გაიმეორეთ. თანდათან კი რაოდენობა გაზარდეთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია