აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ ყურის გოგირდის ფერს, მისი დახმარებით შესაძლოა სახიფათო დაავადებები ამოიცნოთ!!

2737

აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ ყურის გოგირდის ფერს, მისი დახმარებით შესაძლოა სახიფათო დაავადებები ამოიცნოთ!!

ჰიგიენა, რომელიც აუცილებელია ყოველდღე დავიცვათ, რაღა თქმა უნდა მოიცავს სხეულის დაბანას, კბილების გახეხვას და ყურების გასუფთავებას

მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ყურის გოგირდს დაცვითი ფუნქციაც აქვს, რომელმაც შესაძლოა მიგვითითოს ჩვენი ჯანმრთელობის გარკვეულ მდგომარეობაზე.

გეტყვით, რომ ყურის გოგირდი იცავს და ატენიანებს ყურის არხის კანს, რაც გვიცავს სმენის დაკარგვისა და ყურებში ქავილისგან

ასევე ყურის გოგირდი შეიცავს სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებებს იმ ინფექციებთან საბრძოლველად, რომლებსაც შეუძლიათ ყურის შიდა კანის დაზიანება.

რაღა თქმა უნდა არსებობს ყურის გოგირდის სხვადასხვა ტიპის იერი და ფერი. ხოლო ბამბის ჩხირის დახმარებით ყურის გასუფთავების შემდეგ თქვენ შეძლებთ დაადგინოთ, თუ რას ნიშნავს თქვენი ყურის გოგირდის შეფერილობა:

თუ იგი რუხი შეფერილობის გახდა: თუ ყურის გოგირდი რუხი ფერისაა და თქვენ არანაირი სიმპტომი არ გაქვთ, მაშინ თქვენ არაფერზე არ უნდა იდარდოთ. ასეთ დროს საქმე გვაქვს უბრალო მტვერთან, რომელსაც ნებისმიერი ქალაქში მცხოვრები განიცდის ჰაერის დაბინძურების გამო.

გოგირდთან ერთად სისხლიანი კვალი არსებობს:

თუ შეამჩნიეთ სისხლის კვალს თქვენს გოგირდში, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ დაფის აფკი პერფორირებულია (გახვრეტილია). ასეთ შემთხვევაში თქვენი ყურები არიან აღქმადი ინფექციების მიმართ და თქვენი სმენა შეიძლება ძლიერ დაზიანდეს. ამიტომაც სასურველია ექიმთან ვიზიტი რაც შეიძლება მალე დაგეგმოთ.

თუ გოგირდს აქვს ყავისფერი შეფერილობა:

თუ ყურის წმენდის დროს შენიშნეთ, რომ გოგირდს მოყავისფრო შეფერილობა აქვს, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენმა სხეულმა ძალიან დაძაბული პერიოდი გადაიტანა.

თუ თქვენ ამას შეამჩნევთ, მაშინ მალევე გმართებთ მოდუნება და სტრესისგან თავის არიდება რამდენიმე დღის განმავლობაში, ორგანიზმს ნამდვილად ესაჭიროება განტვირთვა. შემდეგ კი შეამოწმეთ ხომ არ შეიცვლება ფერი.

მას აქვს შავი შეფერილობა:

თუ გოგირდმა ასეთი ფერი შეიძინა, ყურებში გაჩნდა ქავილი და იგი მუდმივად ვლინდება, მაშინ თქვენ დაუყოვნებლივ მიხვიდეთ ექიმთან იმიტომ, რომ ყურში შავი გოგირდი შეიძლება ნიშნავდეს სოკოვან ინფექციას.

თეთრი შეფერილობა:

ყურის თეთრი გოგირდი ნიშნავს, რომ თქვენ ორგანიზმში ადგილი აქვს ვიტამინების, განსაკუთრებით სპილენძისა და რკინის, ნაკლებობას. რეკომენდირებულია რაციონში პარკოსნებისა და შვრიის დამატება, ამასთან ორივე გამოირჩევა სპილენძისა და რკინის მაღალი შემცველობით.

ასევე გოგირს თუ აქვს არასასიამოვნო სუნი:

თუ შეამჩნიეთ, რომ ყურის გოგირდს ძალიან ძლიერი და არასასიამოვნო სუნი აქვს, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ ყურის ინფექცია გაქვთ.

სუნის გარდა თქვენ ასევე შეიძლება შეგაწუხოთ ხმაურმა ყურში. და თუ ეს ნამდვილად ასეა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ასევე საყურადღებოა თუ გოგირდი გახდა თხევადი:

ჩვეულებრივ ყურის გოგირდი რბილია ან მყარი სახისაა, მაგარამ ბოლო დროს თუ შეამჩნიეთ, რომ იგი უფრო თხევადი სახის გახდა, ეს შეიძლება მიუთითებდეს ანთებითი პროცესის არსებობაზე, გადაამოწმეთ მაინც ექიმთან!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია