რა იწვევს მუცლის ტკივილს? 3 მავნე ჩვევა ჭამის დროს, რომელიც ორგანიზმს ზიანს აყენებს

1631
Young woman with pain in stomach during lunch with her friends

საკვები ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, როცა საკვები კი არ მატებს ორგანიზმს ენერგიას, არამედ პირიქით – აცლის, რაც მუცლის ტკივილს იწვევს. აი ძირითადი სამი მიზეზი, რაც მუცელში დისკომფორტს წარმოშობს.

1. სახამებლის და ცილის შემცველი საკვები

სახამებლის შემცველ საკვებს ორგანიზმი სწრაფად ამუშავებს. ცილას კი ნელა. ამიტომ ასეთი საკვების მიღებისას, შეიძლება ითქვას, სახამელებს “რიგში უწევს დგომა”, რომ ცილის შემდეგ გადამუშავდეს. თავის მხრივ ეს იწვევს გულძმარვას და მუცელში დისკომფორტს იწვევს, ამიტომ ეს ორი რამ ცალცალკე მიირთვათ.

2. გამაგრილებელი სასმელები

ზაფხულის ცხელ დღეებში გამაგრილებელი სასმელით ან თუნდაც ყინულით სავსე წყლით გაგრილება ყველას უყვარს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყინულიანი წყალი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ორგანიზმს საკვების გადამუშავებაში ხელს უშლის, ეს კი დროთა განმავლობაში სიმსუქნეს იწვევს. ამასთანავე, მუცელში დისკომფორტს იწვევს. ამიტომ გირჩევთ გამაგრილებელი სასმელი ყინულის გარეშე მიირთვათ.

3. წყალი საკვებთან ერთად

წყალი ან ჭამადე 1 საათით ადრე დალიეთ, ან 1 საათის შემდეგ. ასე საკვების გადამუშავება ადვილად ხდება, წყალთან ერთად კი ორგანიზმს გადამუშავების პროცესი უჭირს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია