“ჩემთვის ცნობილია რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა წამალმაც თითქმის დაინვალიდებული მოხუცი მოარჩინა მან თავისუფლად სიარული შეძლო. .”

642

"ჩემთვის ცნობილია რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა წამალმაც თითქმის დაინვალიდებული მოხუცი მოარჩინა მან თავისუფლად სიარული შეძლო. ."

ჩემი წერილი მათ დააინტერესებს, ვისაც აწუხებს ოსტეოქონდროზი. ჩემთვის ცნობილია რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებულმა წამალმაც თითქმის დაინვალიდებული მოხუცი მოარჩინა მან თავისუფლად სიარული შეძლო. იქნებ თქვენც გიშველოთ:

ერთი ჭიქა კედრის კაკალი უნდა გარეცხოთ, გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხათ ორი ჭიქა კონიაკი ან არაყი და დადგათ 2 კვირის განმავლობაში. როცა ნაყენი მომზადდება, მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში.

ექიმის კომენტარი: მსგავსი რეცეპტი ჩვენ დიდი ხნის წინათ სხვა მკითხველმაც მოგვაწოდა. უნდა გითხრათ, რომ ჩვენთვის უცნობია, რას ეფუძნება ასეთ შემთხვევაში კედრის სამკურნალო ეფექტი, რადგან ეს მცენარე ფარმაკოპეაში შეტანილი არ არის.

#2: მინდა გაგაცნოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება. ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, სასწრაფო დახმარებას დღეში 2-ჯერ ვიძახებდი. მერე ეს წამალი მასწავლეს და ამოვისუნთქე:

- 5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით, გაწურეთ, სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ. გაითვალისწინეთ, რომ დაფნა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ თუ ცოტა სისუსტეს იგრძნობთ, ტკბილი საკვები მიიღეთ.

ექიმის კომენტარი: დაფნა 8-10 მ სიმაღლის მარადმწვანე მცენარეა. შეიძლება იყოს ხეც და ბუჩქიც. ზოგჯერ ტყეში 18 მ სიმაღლის ხეებიც გვხვდება. ხის ღეროს დიამეტრი 40 სმ-ია, მუქ-ნაცრისფერი ქერქით. ხშირი ვარჯი პირამიდული ფორმისაა. მოკლეყუნწიანი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული, ტყავისებრია, მბრწყინავი, კიდემთლიანი, ბოლოსკენ წაწვეტებული, ფუძისკენ შევიწროებული, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან უფრო ღია ფერის. ფოთლებს მძაფრი დამახასიათებელი სუნი აქვს. ნაყოფი მოშავო-ლურჯი, სურნელოვანი, 2 სმ სიგრძის კურკიანაა, კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმისა, მსხვილი კურკით.

ყვავის მარტ-აპრილში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას, ასევე დაფნის ზეთს. დაფნის ნაყოფი შეიცავს მოყვითალო ფერის ეთერზეთს (0,8%), ფიტოსტერინს. ეთერზეთის შემადგენლობაში შედის პინენი და ცინეოლი. თესლი შეიცავს 72% ეთერზეთს, ფოთლებში გაცილებით მეტი ეთერზეთია (2-3,5%), იგი შეიცავს თითქმის 50% ცინეოლს და კიდევ 65-მდე კომპონენტს, რომელთა შორის აღმოჩენილია რუტინი.

დაფნის პრეპარატებს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები. დაფნა ასევე კარგი საშუალებაა ზოგადი დამბლის და სახის ნერვის პარეზის, ღვიძლისა და ელენთის სიმსივნის, კოლიტის, სახსრების ტკივილის დროს. დაფნა და დაფნის ზეთი კურნავს თავის და ყურის ტკივილს, სასარგებლოა ღვიძლის ტკივილისას. ხალხურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, ნიკრისის ქარის, სპაზმური ტკივილის და შაქრიანი დიაბეტის დროსაც კი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია